როგორც ცნობილია, ახალ ფილმს „აღდგომა“ (The Resurrection) ერქმევა და მასში მთავარი როლის შემსრულებელი ჯიმ კავიზელი დაბრუნდება. კავიზელი დეტალებს არ ამხელს თუმცა აცხადებს, რომ ახალი ფილმი იმხელა მნიშვნელობის იქნება, რომ კინოს ისტორიაში უდიდესი ბიბლიური სურათი გახდება.
შეგახსენებთ, რომ ყველაზე გახმაურებული ბიბლიური კინომოვლენის, „ქრისტეს ვნებანის“ მსოფლიო პრემიერა 2004 წლის თებერვალში გაიმართა. მის გამოსვლას უამრავ ქვეყანაში, მძაფრი დისკუსია და კრიტიკა მოჰყვა. ფილმმა, რომლის ბიუჯეტიც 30 მლნ $-ს შეადგენდა, იმავე წელს 612 მილიონი დოლარის მოგება ნახა, რითაც ყველაზე შემოსავლიანი დამოუკიდებელი ფილმი და ყველაზე შემოსავლიანი რელიგიური ჟანრის ფილმი გახდა, ოსკარის დაჯილდოვებაზე კი სამი ნომინაცია მოიპოვა - მუსიკის, საოპერატორო ნამუშევრისა და გრიმის კატეგორიაში.
ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი მელ გიბსონი ახალ ბიბლიურ დრამას სცენარისტ რანდალ უოლასთან ერთად გადაიღებს.
მასალის გამოყენების პირობები






