ვაინშტანის წინააღმდეგ ბრალდებების გაჟღერებისთანავე, უმა თურმარმა განაცხადა, რომ ძალიან გაბრაზებულია, თუმცა ამ თემაზე კომენტარს მაშინ გააკეთდა, როცა დამშვიდდებოდა.
ახლა კი მსახიობმა New York Times-თან ისაუბრა და განაცხადა, რომ 1994 წელს, ლონდონში, Pulp Fiction-ის პრემიერის დროს ვაინშტაინი სასტუმროს ნომერში შეუვარდა და მასზე იძალადა.
"ძირს დამაგდო, ცდილობდა ჩემს გაჩუმებას და დამორჩილებას. საშინელებებს აკეთებდა, იქცეოდა ისე, როგორც ცხოველი, მე კი ვერაფერს ვაკეთებდი.
ის მონსტრია, რომელიც ერთ დღეს გკლავს, შემდეგ კი თავს გაცოდებს” - ამბობს თურმანი.
თურმანის თქმით, აღნიშნული "თავდასხმის" შემდეგ, ისინი ერთმანეთს შეხვდნენ აღნიშნულ ინციდენტზე სასაუბროდ, რა დროსაც ვაინშტაინმა მას უთხრა - "ყველაფერს დაკარგავ, კარიერას, რეპუტაციას, ოჯახს, ამას მე გპირდები".
შეგახსენებთ, 2017 წლის 5 ოქტომბერს New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co--დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს. განქორწინება მოითხოვა მისმა ცოლმაც ინგლისელმა დიზაინერმაჯორჯიანა ჩაპმანმა. მთლიანობაში ვაინშტაინი 90-ზე მეტმა ქალმა დაადანაშაულა სექსუალურ შევიწროებაში.
ვაინშტაინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დიდ ბრიტანეთსა და ლოს ანჯელესში.
მასალის გამოყენების პირობები






