სალაჰ აბედესლამი სასამართლოს კითხვებს არ პასუხობს - ბელგიაში პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის პროცესი მიმდინარეობს
მსოფლიო - 15:34, 05 Feb, 2018     1348
ბრიუსელში, პარიზის ტერაქტების ერთადერთი ცოცხალი ეჭვმიტანილის, სალაჰ აბდესლამის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ფრანგული მედიის ინფორმაციით სალაჰ აბდესლამი კითხვებზე პასუხის გაცემაზე უარს აცხადებს.

როგრორც ფრანგული მედია წერს სასამართლო პროცესზე აბდესლამი წვერმოსვებული, ნაცრისფერ პიკჯაკსა და შავ შარვალში გამოწყობილი წარსდგა. სალაჰ აბდესლამმა ასევე უარი თქვა წამომდგარიყო მაშინ, როდესაც სასამართლო დარბაზში მოსამართლე შემოვიდა. როგორც მისმა ადვოკატმა განაცხადა აბდესლამს ასევე არ სურს, რომ მისი ფოტო მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში მოხვდეს.

„ვიმერორემ მე არ მსურს არცერთ კითხვაზე პასუხის გაცემა, მე ბრალს მდებენ და აქ ამიტომაც ვარ. მე დუმილს ვინარჩუნებ, ეს ჩემი უფლებაა და ჩემი სიჩუმე მე გადამაქცევს კრიმინალად ან დამნაშავედ. დაე ყველაფერი იყოს დამყარებული ობიექტურ მტკიცებულებებზე და არა იმაზე, რომ საზოგადოებრივი აზრის დასაკმაყოფილებლად შოუ მოეწყოს. მე ვხედავ, რომ მუსლიმებისთვის ყველაზე ცუდი მართლმსაჯულებაა და მათ უმოწყალოდ ასამართლებენ. არ არსებობს უდანაშაულობის პრეზუმპცია და არაფერი. მე ვმოწმობ, რომ არ არის ღმერთი გარდა ალაჰისა და მუჰამედია მისი მოციქული. გამასამართლეთ, რაც გინდათ მიქენით. მე ჩემს ღმერთს მივენდობი.

სალაჰ აბდესლამი პარიზიდან ბელგიაში სასამართლო პროცესისთვის გადაიყვანეს.ბელგიაში მისთვის წარდგენილი ბრალი პარიზის ტერაქტებს არ უკავშირდება. აბდესლამს ბელგიის პროკურატურა იარაღის უკანონო ტარებასა და პოლიციელების მკვლელობის მცდელობაში ადანაშაულებს. მას 40 წლამდე პატიმრობა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42