სააკაშვილი 18 თებერვალს დაგეგმილ მიტინგზე უკრაინის მომავალი ხელისუფლების თანამდებობის პირების სიას წარმოადგენს
მსოფლიო - 18:01, 04 Feb, 2018     2581

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილიმა მიტინგზე "მომავლისთვის მარშის" მონაწილეებს განუცხადა, რომ 18 თებერვალს, მომავალი მარშისთვის იგი უკრაინის მომავალი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირების სიას წარმოადგენს.

მარშის მონაწილეებმა მიტინგი ევროპის მოედანზე გამართეს, რადგან კრესჩატიკზე რამდენიმე სხვა აქცია მიმდინარეობდა და შესაძლებელი იყო "ტიტუშკებს" პროვოკაციები მოეწყოთ.

"18 თებერვლამდე ჩვენ წარმოგიდგენთ ალტერნატიულ მთავრობას და პრეზიდენტობის რამდენიმე კანდიდატს, რომელთაგან თქვენ საუკეთსო უნდა აირჩიოთ. ჩვენ მალე მილიონი უნდა გავხდეთ, უნდა შევუტიოთ მშვიდობიანად. ანალოგიურ მარშებს გავმართავთ უკრაინის ყველა რეგიონში. ჩვენ გამოვაქვეყნებთ დეპუტატების სახლების ფოტოებსა და მისამართებს, ჩვენ მივმართავთ დეპუტატებს, რომლებმაც ხმა პოროშენკოს წინააღმდეგ უნდა მისცენ - მათგან ერთი რამ გვინდა, მოგვაშორონ ეს "პოლიტიკოსები" ხელისუფლებიდან და მერე თავადაც წავიდნენ," - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

"მივმართავ პოროშენკოს, დაბადებული ხოხვისთვის ფრენას ვერ შეძლებს. შესაძლოა, ის კანფეტების ფაბრიკის კარგი დირექტორია, მაგრამ პრეზიდენტობა არ არის მისი ბედისწერა. უკრაინელი ხალხი მომთმენი და კეთილშობილია, თუ ის ახლა მშვიდად წავა, არ დაუშვებს სისხლის ღვრას და სამოქალაქო ომს. ხალხი ბევრ რამეს აპატიმრებს, მაგრამ, ამავდროულად, უნდა გავაფრთხილო, რომ, თუ ის შეეცდება, მოეჭიდოს ხელისუფლებას, გააგრძელებს ხალხის რეპრესიებს და მოემზადება არჩევნების გაყალბებისთვის, მაშინ მას ძალიან მკაცრი სასჯელი ემუქრება. რუსეთში ვერ გაიქცევა, დასავლეთი მას არ მიიღებს და ხალხის რისხვას ვერ გადაურჩება," - დასძინა სააკაშვილმა.

მიტინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეთა ერთი ნაწილი პოროშენკოს სახლისკენ ავტოგარბენს მოაწყობს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42