დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება აპირებს სერიოზული ბრძოლა გამოუცხადოს ქვვეყანაში რუსი ოლიგარქების უკანონო შემოსავლებსა და კორუფციას. მთავრობაში აცხადებენ, რომ "განსაკუთრებული რისხვა" დაატყდება რუსეთიდან გამოსულ მდიდარ ადამიანებს, რომელიც ქვეყნას ერთგვარ თავშესაფრად იყენებენ.
ამის შესახებ ბრიტანეთის უშიშროების საკითხების მინისტრმა ბენ უოლესმა განაცხადა. მისი თქმით, შესაბამისი ორგანოები თითოეული ოლიგარქის აქტივებს შეისწავლიან. მინისტრის განცხადებით, ამერიკული სერიალი McMafia საკმაოდ ახლოა რეალობასთან.
ამ კვირაში ბრიტანეთში ძალაში შევიდა კანონი "დაუდგენელი წარმოშობის სიმდიდრის ორდერის" შესახებ, რომელიც ხელისუფლებას უფლებას აძლევს გაყინოს 50 000 ფუნტ სტერლინგზე მეტი აქტივები და დაიწყოს გამოძიება იმ შემთხვევაში, თუ მისი მფლობელი ვერ ასაბუთებს შემოსავლის კანონიერებას.
Times-ის ცნობით, სპეციალურმა ორგანოებმა უკვე გამოკვეთეს რამდენიმე ათეული სამიზნე, რომელთა შემოსავალიც გულდასმით იქნება გამოძიებული.
კანონი ეხება არამარტო ბიზნეს წრეების წარმომადგენლებს, არამედ სამთავრობო და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრებსაც, რომლებიც "მოულოდნელად, მდიდრულ "ტაუნჰაუსს" ყიდულობენ ლონდონსა თუ სხვა ქალაქებში. მათ მოუწევთ დაასაბუთონ რა შემოსავლებით შეიძინეს უძრავი ქონება.
მასალის გამოყენების პირობები






