სააკაშვილი 4 თებერვლის აქციაზე სახელისუფლო პროვოკაციებს არ გამორიცხავს
მსოფლიო - 15:27, 03 Feb, 2018     1714

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ვარაუდობს, 4 თებერვალს კიევში დაგეგმილ "იმპიჩმენტის მარშზე" შესაძლოა, პროვოკაციები მოხდეს.
„ახლა გავიგე, რომ 4 თებერვალს კიევის ცენტრში, კრესჩატიკზე ორგანიზაცია „Авто Евро Сила“-ს საპროტესტო აქციას გეგმავს. ამასთან, ბოლო მომენტში ორგანიზატორებმა შეცვალეს აქციის დრო და ის პოროშენკოს გადაყენების მოთხოვნით ჩვენს მრავალრიცხოვან მარშს დაემთხვეს.

მე მაქვს ზუსტი ინფორმაცია, რომ „Авто Евро Сила“-ს ხელმძღვანელმა პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან მიიღო ფული იმისთვის, რომ ხელი შეუშალოს ჩვენს მარშს. ამავე დროს, ადმინისტრაციამ კრესჩატიკზე დაამონტაჟა რკინის კონსტრუქციები, რათა ჩვენ სცენა არ აღვმართოთ. მე მინდა რომ “Авто Евро Сила"-ს რიგითმა წევრებმა გაიგონ მათი ორგანიზაციის ხელმძღვანელთა ფარული შეთანხმების შესახებ პოროშენკოს ხალხთან," - წერს სააკაშვილი.

სააკაშვილი წერს, რომ ხელისუფლების "სრული გადატვირთვის" შემდეგ, იგი გაათავისუფლებს უკრაინის ავტობაზარს მაფიური ზეწოლისა და არაჯანსაღი კონკურენციისგან, ხოლო ავტომობილების განბაჯება ფიქსირებული თანხა, 300 ევრო დაჯდება.

"პროვოკაციებისაგან თავის ასარიდებლად, რომელიც ხელისუფლების მიერ შეიძლება იყოს ინსპირირებული პოროშენკოს გადაყენების მოთხოვნით დაგეგმილი ჩვენი მრავალრიცხოვანი აქციის საწინააღმდეგოდ, მე ხელს ვუწვდი უკრაინის ყველა მოქალაქეს, რომლებიც ასევე იტანჯებიან განუკითხაობისაგან და ვთავაზობ გავაერთიანოთ ჩვენი ძალები ერთობლივი ბრძოლისთვის,"- წერს სააკაშვილი.

"ჩვენი საბოლოო მიზანი ერთია - გავათავისუფლოთ უკრაინა "კოროფციის გარანტისგან" და მისადმი დაქვემდებარებული სახელისუფლო ვერტიკალისგან,"- აცხადებს იგი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42