YouTube-ის ხელმძღვანელობა აცხადებს, რომ მალე მომხმარებლები სრულ ინფორმაციას მიიღებენ ვიდეოსიახლეების წყაროების თაობაზე. კომპანიაში მიაჩნიათ, რომ ამის მეშვეობით მიწოდებული ინფორმაცია მომხმარებლისთვის უფრო გამჭვირვალე გახდება.
კერძოდ, YouTube-ი აპირებს სპეციალური მარკირება გაუკეთოს ვიდეორგოლებს, რომელიც სახელმწიფო ან საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების მიერაა დაფინანსებული.
"მომხმარებელმა ყველაფერი უნდა იცოდეს კონტენტის წყაროს შესახებ და თავად განსაზღვროს, ღირს თუ არა მისი ყურება, ხოლო ვიდეოსიახლეს მეტ ავტტორიტეტს შესძენს" - აცხადებენ კომპანიაში.
ინფორმაცია ამის თაობაზე ვიდეოს სათაურის ქვეშ იქნება მოთავსებული. ეს ფუნქცია, ჯერჯერობით ტესტირებას მხოლოდ აშშ-ში გადის, თუმცა, მალე იგი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.
2017 წლის ოქტომბერში Google-მა განაცხადა, რომ აღმოაჩინა რუსეთის მხრიდან აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევის კვალი, კერძოდ, YouTube-ში, Gmail-ში, DoubleClick-სა და Google-ის საძიებო სისტემაში აღმოჩენილ იქნა გარკვეული დეზინფორმაციული მასალა, რომელიც რეკლამირებული იყო ამ ქვეყნის წარმომადგენლების მიერ.
მასალის გამოყენების პირობები






