აშშ-ის ბირთვული დოქტრინა დაფუძნებულია 21-ე საუკუნის მთავარი საფრთხეების განეიტრალებაზე - ტრამპი
მსოფლიო - 14:08, 03 Feb, 2018     1521

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, 2 თებერვალს გამოქვეყნებულ, აშშ-ის ახალი ბირთვული დოქტრინის შეფასებისას განაცხადა, რომ ეს დოქტრინა იმის გარანტიაა, რომ მსოფლიოში არასდროს გამოიყენებენ ბირთვულ იარაღს.

დოქტრინაში, რომლის თანახმადაც აშშ დამატებით თანხებს გამოყოფს ბირთვული პროგრამის განხორციელებისათვის, აღნიშნულია, რომ რუსეთი, ჩინეთი და სხვა ბირთვული ქვეყნები მუდმივად ცდილობენ საკუთარი არსენალის სრულყოფას, რაც მსოფლიო უსაფრთხოების პრობლემას წარმოადგენს.

ტრამპი აცხადებს, რომ დოქტრინა აგებულია გლობალური პოლიტიკური ვითარებისა და უსაფრთხოების ანალიზის შედეგად და მისი მთავარი მიმართულებაა, გარკვეული აგრესორი ბირთვული ქვეყნის შეკავება კატასტროფული იარაღის გამოყენებისაგან.

"ბოლო ათწლეულის მანძილზე, მიუხედავად აშშ-ის ძალისხმევისა, მსოფლიოში შემცირებულიყო ბირთვული იარაღის როლი და რაოდენობა, სხვა ბირთვული ქვეყნები, პირიქით, ცდილობდნენ ბირთვული არსენალის გაძლიერებას, ხოლო ხშირ შემთხვევაში, ახალ იარაღსაც ქმნიდნენ, რათა სხვა ხალხებს დამუქრებოდნენ, იმ დროს როდესაც აშშ-ის ადმინისტრაციები თავს იკავებდნენ ბირთვული იარაღის, მათი მიტანის სისტემებისა და ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციისაგან," - განაცხადა ტრამპმა.

ეს დოქტრინა აღმოფხვრის ამ პრობლემას, - განაცხადა ტრამპმა.

"ჩვენი სტრატეგია დაფუძნებულია 21-ე საუკუნის მთავარი საფრთხეების განეიტრალებაზე. ის გულისხმობს ბირთვული სამეთაურო კომპლექსის, კომუნიკაციებისა და კონტროლის მოდერნიზაციას. ჩვენი ორმაგი პოტენციალის თვითმფრინავებისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის სრულყოფას, რათა გავაძლიეროთ ჩვენს ქვეყანაზე, ჩვენი მოკავშირეებსა და პარტნიორებზე სტრატეგიული ბირთვული თავდასხმის შეკავების მექანიზმი, რომ შევამციროთ ვინმეს მიერ ბირთვული იარაღის გამოყენების ალბათობა," - აცხადებს პრეზიდენტი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42