კვინიკაძეც თავს პოლიტპატიმრად თვლის. მან ე.წ. ,,გიორგაძის საქმეზე“ სასჯელი მოიხადა, ახლა კი პოლიტპატიმრის სტატუსის მინიჭებას ხელისფულებისგან, ამ დრომდე, უშედეგოდ ელოდება. კვინიკაძე ფიქრობს, რომ ახალმა ხელისუფლებამ კოჰაბიტაციას შესწირა პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული და მოგვინებით საპყრობილიდან გამოსული პირებისთვის სტატუსის მინიჭების საკითხი, ამიტომ იმ პირებმა, რომლებმაც სასჯელი უკვე მოიხადეს და თავს პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულებად თვლიან, საფრანგეთს მიმართეს.
კვინიკაძის თქმით, ერთ-ერთ ასეთ პირს ვახტანგ ტალახაძეს და მის ოჯახს საფრანგეთმა უკვე მიანიჭა პოლიტდევნილის სტატუსი.
,,საფრანგეთმა პოლიტიკური დევნილის სტატუსი მიანიჭა ერთი თვის წინ, ამ ხელისუფლების პირობებში, თავის დროზე ჩემთან ერთად დაპატიმრებულ ვახტანგ ტალახაძეს და მის ოჯახს. ისინი სტრასბურგში ცხოვრობენ, საფრანგეთს მოსთხოვეს პოლიტიკური თავშესაფარი და ზუსტად ერთი თვის წინ საფრანგეთმა ისინი სცნო პოლიტიკურ დევნილებად. მინდა ახალი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კარგად წაიკითხონ და გაიაზრონ, _ ვახტანგ ტალახაძემ დაასაბუთა, რომ წინა ხელისუფლება მას პოლიტიკურად დევნიდა და უსამართლოდ იჯდა ციხეში.
როდესაც საფრანგეთი დარწმუნდა, რომ ის მართლაც იყო პოლიტპატიმარი, დადგა მეორე ეტაპი, ანუ რა პრობლემა აქვს ტალახაძეს დღეს? დღევანდელი პრობლემა იმაში გამოიკვეთა, რომ ახალი ხელისუფლების პირობებში თითქმის ერთი წელი გავიდა და ის არ არის რეაბილიტირებული,“- აცხადებს კვინიკაძე გაზეთ ,,ალიასთან“ საუბრისას.
კვინიკაძის თქმით, ,,გიორგაძის საქმეში“ ბრალდებული დანარჩენი პირების საქმეებსაც საფრანგეთში სწავლობენ. „საფრანგეთში არის საერთაშორისო ორგანიზაცია ''ფიაი დეიჩი'', რომელმაც აღიარა ჩვენი საქმე, რვა საქმე შეისწავლა, ერთ-ერთი ჩვენი იყო და პოლიტდევნილად მოგვიხსენია. როდესაც ფრანგი ნახულობს ამ საბუთებს და ხვდება, რომ პოლიტპატიმარი იყავი, მისთვის გაუგებარია, რატომ არ იძვრის საქმე ახალი ხელისუფლების პირობებში და რატომ ხარ ახალი ხელისუფლებისთვისაც კვლავ დამნაშავე?!,“-ამბობს კვინიკაძე. როგორც კვინიკაძე ამბობს, უსტატუსოდ დარჩენილია 70 ადამიანი ,რომელიც თავს პოლიტპატიმრად თვლის.
მასალის გამოყენების პირობები






