დიდი ბრიტანეთის მთავრობის მინისტრი, ლორდთა პალატის წევრი ლორდ ბეიტსი თანამდებობიდან სამსახურში დაგვიანების გამო გადადგა.
მაიკლ ბეიტსი, რომელიც 2008 წლიდან ლორდთა პალატის წევრია და 2016 წლიდან სახელმწიფო მინისტრია საერთაშორისო განვითარების საკითხებში 2016 წლიდან ხელმძღვანელობს თანამდებობიდან წასვლის შესახებ განცხადება ლორდთა პალატაში გააკეთა.
„სანამ პალატას დავტოვებ, მინდა გულწრფელად მოვუბოდიშო ბარონესა ლისტერს, რადგან მე სამუშაო ადგილზე არ ვიმყოფებოდი, რომ მისი კითხვებისთვის მეპასუხა ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე.
5 წლის განმავლობაში მთავრობის სახელით კითხვებზე პასუხი ჩემი პრივილეგია იყო და ყოველთვის მჯეროდა, რომ ჩვენი მთავრობის სახელით საუბარი უმაღლეს სტანდარტამდე უნდა აგვეყვანა პატივისცემითა და პასუხისმგებლობის გრძნობით.
ძალიან მრცხვენია, რომ ადგილზე არ ვიყავი ამიტომ გადავწყვიტე, პრემიერს ჩემი დაუყოვნებლივ გადაყენების მოთხოვნით მივმართო.
ბოდიშს ვიხდი“ - განაცხდა ბეიტსმა და დაბრაზი დატოვა.
მის გადაწყვეტილებას დარბაზში აჟიოტაჟი მოჰყვა.
მოგვიანებით, პრემიერმა განცხადება გააკეთა, რომ ბეიტსის გადაყენებას არ აპირებს და ეს საქციელი , მისი სამუშაოსადმი მაღალი პასუხისმგებლობის შეგრძნებას ადასტურებს.
მასალის გამოყენების პირობები






