მისი თქმით, დემოკრატიული სამყარო ყოველთვის ხალხის მხარეზეა და უკრაინელებმა უნდა დაანახონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ უკრაინაში არსებობენ ადამიანები, ვისაც ქვეყნის მომავალი აღელვებს და კორუმპირებულ მთავრობას უკრაინაში მხარდაჭერა არ აქვს.
სააკაშვილის თქმით, გუშინდელი სასამართლო სხდომის მოსამართლეთა კოლეგიის აცილების შუამდგომლობა იმ მიზნით დააყენეს, რომ უკრაინაში მუშაობისა და მოქლაქეობის დასაბრუნებლად დრო ჰქონდეს.
"როდესაც გასულ წელს უკრაინაში ვბრუნდებოდი, ვიცოდი რომ ხელისუფლება ჩემს დაშანტაჟებას შეეცდებოდა და ჩემს წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეებს აღძრავდნენ. ეს არის დაშინებისა და შანტაჟის კლასიკური ტაქტიკა. უკრაინის ხელისუფლებას უნდა, რომ დავნებდეთ და არ მოვითხოვოთ პრეზიდეტის გადადგომა. ხალხმა უნდა აჩვენოს მსოფლიო საზოგადოებას, რომ გარდა კორუფციული მთავრობისა, ქვეყანაში არსებობენ ადამიანები, ვისთანაც საუბარი შეიძლება. დემოკრატიული სამყარო ყოველთვის ხალხის მხარეზეა. როდესაც მსოფლიო ხედავს ხალხის დიდ რაოდენობას ქუჩებში, ხელისუფლების საქმე დამთავრებულია. ამიტომ ეშინია პოროშენკოს ასე ძალიან. გადავწყვიტეთ, რომ აქციებს პერმანენტული ხასიათი მივცეთ და მომავალ მიტინგზე ჩვენი მოთხოვნები გავამკაცროთ. პოროშენკო მიიჩნევს, რომ რაც არ უნდა გააკეთოს, მას ყველაფერი გაუვა. ჩვენ უნდა დავანახოთ მსოფლიოს, რომ პოროშენკო იტყუება" - განაცხადა სააკაშვილმა.
მასალის გამოყენების პირობები






