31 იანვარს პრაღაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის მოადგილეს გრიგორი კარასინსა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენელს ზურაბ აბაშიძეს შორის მორიგი შეხვედრა გაიმართა. არსებული ინფორმაციით შეხვედრა კვლავ განსაკუთრებული შედეგების გარეშე დასრულდა. პირებს შორის საუბრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, 2011 წლის ხელშეკრულება იყო, რომელიც საბაჟო კონტროლს გულისხმობს.
შეხვედრის შესახებ განცხადებას ავრცელებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:
„გამოითქვა თანხვედრი, საერთო ჯამში პოზიტიური შეფასებები 2017 წელს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზაციასთან მიმართებით გადადგმულ ნაბიჯებზე. მიუხედავად მრავალი ურთიერთსაწინააღმდეგო მიდგომების არსებობისა პოლიტიკურ საკითხებთან მიმართებით, ორივე ქვეყნისთვის მომგებიანი თანამშრომლობა ეკონომიკის სფეროში წარმატებით ვითარდება. ორმხრივი ვაჭრობა წლის განმავლობაში სამჯერ გაიზარდა და ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარს მიაღწია. რუსეთი ქართული პროდუქციის მთავარი იმპორტიორია. კერძოდ, რუსეთის ბაზარზე საქართველოში წარმოებული ღვინის 2/3 შემოდის.
მყარად ვითარდება სატრანსპორტო ურთიერთობა. საავიაციო კუთხით, მგზავრების რაოდენობის ზრდის ფონზე, ორი ქვეყანა განიხილავს დამატებითი ავიარეისების დანიშვნის შესაძლებლობას. ზედა ლარსი-ყაზბეგის გამშვები პუნქტის დატვირთული მუშაობის გათვალისწინებით, უფროდაუფრო პოპულარული ხდება სარკინიგზო გზა პორტ-კავკაზსა და ფოთს შორის.
ამასთანავე, რუსეთის მხრიდან გამოითქვა შეშფოთება მზარდი სამხედრო თანამშრომლობის შესახებ საქართველოს, აშშ-სა და ნატო-ს შორის, მათ შორის მანევრების ჩატარების, იარაღის შეტანისა და სამხედროების სწავლების კუთხით. აღინიშნა, რომ თბილისის ასეთი კურსი, საერთაშორისო პლატფორმაზე ანტირუსული ქცევის ფონზე, საფთხის ქვეშ აყენებს ორმხრივი ურთიერთობების ნორმალიზების შესაძლებლობას.
ზურაბ აბაშიძემ წამოაყენა საკიტხი, რუსეთის მხრიდან არასწორი ინტერპრეტაციის შესახებ, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებასა და საქართველოს ხელისუფლებს შორის არსებული შეთანხმების შესახებ, საბაჟო ადმინისტრირებისა და ვაჭრობის მონიტორინგის მიმართ, რომელსაც ხელი მოეწერა ჟენევაში 2011 წლის 9 ნოემბერს. საპასუხოდ მას მოუყვანეს კონკრეტული პუნქტები დოკუმენტის ტექსტიდან. ამასთანავე გრიგორი კარასინმა ხაზი გაუსვა, რომ დიდი ხნის წინ ცნობილი პოლიტიკური არსი ამ დოკუმენტისა, ახლა არ უნდა წარმოჩინდეს როგორც პრობლემა. უბრალოდ უნდა იქნას შერულებული შეთანხმევა მისი პირობების მკაცრი გათვალისწინებით.
საქართველოს წარმომადგენელი ინფორმირებული იქნა, რომ რუსული მხარე ასრულებს კონტრაქტის ხელმოწერის მზადებას სამონიტორინგო კომპანია SGS-თან, ასევე შეთანხმებას შვეიცარიასთან ფინანსურად უზრუნველყოს ამ კომპანიის საქმიანობა, რის შემდეგაც დაიწყება პრაქტიკული რეალიზება 2011 წლის შეტანხმებისა.
რაც შეეხება საკითხებს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან მიმართებით, რუსულმა მხარემ ხაზი გაუსვა, ორმხრივი შეტანხმების შედეგად, ეს თემები არ შედის პრაღის შეხვედრის ფორმატში.
შეხვედრის ფარგლებში განხილულ იქნა ორმხრივი კონტაქტები ჰუმანიტარულ, კულტურულ და სპორტულ სფეროებში, ასევე თანამშრომლობის შესაძლებლობა სამხრეთ კავკასიაში ბუნების დაცვის კუთხით.
მხარეები შეთანხმდნენ კონტაქტის გაგრძელებაზე. შემდეგი შეხვედრის თარიღი შეთანხმებული იქნება“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






