ვინ არის Cesur ve Güzel-ის ვარსკვლავი და ქართველი გოგონების მორიგი თურქი გულთამპყრობელი (ფოტოკოლაჟი)
ეს საინტერესოა - 18:34, 01 Feb, 2018     35409
საქართველოში თანდათანობით პოპულარობას იკრებს თურქული სერიალი „Cesur ve Güzel“ (მამაცი და ლამაზმანი), რომლის ქართული სახელწოდებაც „ფავორიტია“. სერიალში მთავარ როლებს თურქული კინოს ვარსკვლავები ქივანჩ თათლითუღი და ტუბა ბუიუკუსტუნი ასრულებენ.











ცოტა რამ კივანჩ თათლითუღის შესახებ


კივანჩ თათლითუღი - თურქი მსახიობი და მოდელია, საქართველოში პოპულარული გახდა სერიალებით „აკრძალული სიყვარული“, „ქუზეი და გუნეი“ „კურტ სეითი და ალექსანდრა“.

თათლითუღი რამდენჯერმე მონაწილეობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სილამაზის კონკურსებში. ქარიზმისა და ეფექტური გარეგნობის გამო თაყვანისმცემლება და ჟურნალისტებმა ის „თურქ ბრედ პიტადაც“ კი მონათლეს.


მომავალი მსახიობი ქალაქ ალანში, მრავალშვილიან ოჯახში დაიბადა. მამამისი ერდემ თათლითუღი წარმოშობით კოსოვოელი ალბანელი იყო. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის გამო ქივანჩს საშუალება არ ქონდა კარგ კერძო კოლეჯში ესწავლა, თუმცა ამაში მას სიმაღლე და კალათბურთისადმი სიყვარული დაეხმარა.






კოლეჯში ის პროფესიონალურ საკალათბურთო გუნდში „ულკერსპორში“ თამაშობდა, საიდანაც ის მიიწვიეს ცნობილ კლუნ „ფენერბახჩეში“. ლეგენდარულ კლუბ „ბეშიკტაშში“ გადასვლის შემდეგ მას კალათბურთელის პრიოფესიონალურ კარიერასთან გამომშვიდოებება ოუწია, რადგან მუხლზე მძიმე ტრავმა მიიღო, რომელმაც მას საშუალება არ მისცა დიდ სპორტში დარჩენილიყო.

ამის შემდეგ თათლითუღმა სტამბოლის უნივერსიტეტში დიზაინის ფაკულტეტზე ჩააბარა, თუმცა სწავლას დიდი ენთუზიაზმით არ მოკიდებია. როდესაც დედამისმა შემაჩნია რომ ახალი საქმიანობით შვილი დიდად კმაყოფილი არ იყო, ურჩია რომ მედი სამოდელო ბიზნესში ეცადა. ქივანჩ თათლითუღმა სამოდელო სააგენტოში კურსები გაიარა და პოდიუმზეც გამოჩნდა. 2001 წელს ის გახდა „თურქეთის საუკეთესო მოდელის“ კონკურსის გამარჯვებული, ერთი წლის შემდეგ კი ის უკვე „მსოფლიოს საუკეთესო მოდელის“ ტიტულის მფლობელი ხდება.

მიუხედავად აშკარა წარმატებისა, ის არ გეგმავდა სამოდელო ბიზნესში დიდხანს დარჩენას, რადგან მისი აზრით ამ პროფესიაში კარიერა ხანმოკლე იყო. მან სწავლა დაიწყო სამსახიობო ოსტატობის კურსებზე და რამდენიმე წლის შემდეგ ქვეყანაში ახალი კინოვარსკვლავი დაიბადა.

თავისი პირველი როლი- მუზაფერი მან თურქულ კომედიაში „ამერიკელები შავ ზღვაზე“ ითამაშა. ფილმმა მაყურებელში დიდი აღფრთოვანება არ გამოიწვია, თუმცა რეჟისორებმა თათლითუღი შეამჩნიეს. მელოდრამატულმა სერიალმა „ვერცხლი“, მას პირველი დიდება მოუტანა. შემდეგ მიიღო მოწვევა კომედიაში „დამწყები ჯადოქრები“ და ტრილერში „მენეკშე და ჰალილი“

ფანტასტიური პოპულარობის მომტანი გახდა დრამატული სერიალი „აკრძალილი სიყვარული“, რომლის პირველი სეონი გამოსვლის შემდეგ ქივანჩ თათლითუღს გადაეცა კინოფესტივალ „ოქროს პეპლის“ პრიზი, ასევე პოპულარული იყო მისი მონაწილეობით სერიალები „ეზელი“ და „ქუზეი და გუნეი“

2016 წელს თურქული სერიალების თაყვანისმცემლების ოცნება ახდა და მათ თურქი ვარსკვლავების ტუბა ბუიუკუსტუნისა და ქივანჩ თათლითუღის ერთად ხილვას შეძლეს. სერიალის „მამაცი და ლამაზი“ - Cesur ve Güzel პირველი სეზონი 2016 წლის ოქტომბერში გამოვიდა . მასში მთავარ როლებს კი თურქეთის ყველაზე ლამაზ მსახიობებად აღიარებული ტუბა ბუიუკუსტუნი და ქივანჩ თათლითუღი ასრულებენ.

2016 წლის თებერვალში ქივანჩ თათლითუღი დაქორწინა. მისი რჩეული სტილისტი ბაშაკ დიზერია.

წყვილმა ერთმანეთი სერიალის "აკრძალული სიყვარული" გადასაღებ მოედანზე გაიცნო. პარიზული ქორწილი ვიწრო წრეში შედგა და მხოლოდ 40 სტუმარი იყო დაპატიჟებული.

2016 წელს მან თურქული GQ-მსგან "წლის ადამიანის" ტიტული მიიღო საუკეთესო მსახიობის ნომინაციაში.

2017 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქივანჩ თათლითუღს თავის პირველ ჰოლივუდურ ფილმში გადაიღებენ. მისი პარტნიორი მსახიობი ქეით ჰოლმსი იქნება.


ქივანჩ თათლითუღის და ბაშაკ დიზერის ქორწილი

„კურტ სეითი და ალექსანდრა“

„აკრძალული სიყვარული“

„ქუზეი და გუნეი“

„მამაცი და ლამაზი“






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42