თელ-ავივის უნივერსიტეტში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა დაადგინა, რომ ის ადამიანები, რომლებიც საუზმეზე ნახშირწყლებითა და ცილებით გაჯერებულ საკვებს იღებდნენ, უფრო სწრაფად იკლებდნენ წონაში, ვიდრე ის ადამიანები, რომლებიც უპირატესობას ნაკლებ ნახშირწყლებსა და შაქარს ანიჭებდნენ.
საქმე ის არის, რომ საკვები, რომელიც გაჯერებულია ნახშირწყლებითა და ცილებით, შიმშილის გრძნობას აქვეითებს და დღის განმავლობაში, ადამიანი შედარებით ნაკლები რაოდენობის საკვებს იღებს.
რვათვიანი ექსპერიმენტის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ პირველი ჯგუფის მონაწილეებმა მინიმუმ 20 კილოგრამი, მეორე ჯგუფის წევრებმა კი მხოლოდ 5,5 კილოგრამამდე დაიკლეს.
ამერიკის შეერთებულ შატატებში ჩატარებულმა ექსპერიმენტმა კი აჩვენა, რომ ადამიანები რომლებიც დღის განმავლობაში 1,5 ლიტრ რძეს იღებდნენ, უფრო სწრაფად ხდებოდნენ, ვიდრე ისინი, ვინც მხოლოდ 0,5 ლიტრ რძეს მიირთმევდა ყოველდღიურად. ამ შემთხვევაში, იმ ადამიანების ორგანიზმში, რომლებიც რძეს იღებენ, გამომუშავდება ვიტამინი D, რაც პირდაპირ კავშირშია წონის დაკლებასთან.
სხვადასხვა კვლევებმა აჩვენა, რომ შავი შოკოლადიც პირდაპირ კავშირშია კალორიების წვასთან. შავი შოკოლადი ხელს უწყობს მადის კლებას და ადამიანს აღარ უჩნდება სურვილი მიირთვას ცხიმიანი, მარილიანი ან ზედმეტად ტკბილი საკვები.
მასალის გამოყენების პირობები






