ხეივანში ხმის გამაძლიერებლები წინა ხელისუფლების დროს დამონტაჟდა. გამაძლიერებლებს მიერთებული აუდიომოწყობილობის სამართავი პუნქტი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის შენობაშია და პლეილისტს რამდენიმე პირი მართავს.
ხეივანში, ძირითადად, ქართული, პატრიოტული შინაარსის სიმღერები და უცხოური ჰიტები ისმის ხოლმე. სიმღერები სხვა დღეებშიც ისმოდა, თუმცა "მიშა მაგარია" ზუგდიდელებს ხეივანში კარგა ხანია, არ გაუგონიათ და სიმღერის ჩართვამ ზოგში დაბნეულობა და ზოგში მხიარულება გამოიწვია.
როგორც "ნიუპოსტს" ზუგდიდიდან შეატყობინეს, ხეივანში ხმის გამაძლიერებლები "მიშა მაგარიას" დამთავრებამდე გამოირთო და მას შემდეგ არც სხვა სიმღერები ჩაურთავთ. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობამ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შიდა თათბირი სასწარფოდ მოიწვია, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. არაა გამორიცხული, ხეივნის აუდიოფიცირების სამართავი პუნქტის თანამშრომლები დაუდევრობისთვის დაისაჯონ კიდეც.
მასალის გამოყენების პირობები






