strana.ua-ს რედაქტორმა უკრაინა დატოვა და თავშესაფარი ავსტრიაში ითხოვა
მსოფლიო - 11:22, 01 Feb, 2018     1543
უკრანული ოპოზიციური საინფორმაციო სააგენტო strana.ua-ს რედაქტორმა უკრაინა დატოვა და თავშესაფარი ავსტრიაში ითხოვა. ამის შესახებ ცნობილი ხდება წერილში, რომლითაც strana.ua-ს რედაქციამ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს მიმართა.

„თქვენი ბრძანებით რეტაქტორის წინააღმდეგ მოხდა 5 სისხლის სამართლის საქმის ფაბრიკაცია და ის რამდენიმე დღე ციხეშიც იყო, რედაქციაში და ჟურნალისტების სახლებშიც ტარდება უკანონო ჩხრეკები. თქვენს მიერ კონტროლირებადი დაჯგუფებების და პირების მხრიდან ვიღებთ ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარებს, სამართალდამცავებისთვის დაცვის თხოვნით მიმართვა კი უპასუხოდ რჩება. თქვენი მიზანი ჩვენი შეშინება და ჩვენი სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაა და თუ ეს არ გამოვა მაშინ ჩვენი განადგურება და ჩვენი ხელმძღვანელობის ციხეში ჩასმა. ეს არ გამოგივათ“- ნათქვამია რედაქციის წერილში. მათი თქმით იგორ გუჟვა ვენაში მას შემდეგ წავიდა, რაც მას პრევენციული სასჯელის ვადა გაუვიდა და უფლება მიეცა უკრაინა დაეტოვებინა. იგორ გუჟვამ თავისი გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ მან უკრაინაში დაკარგა სამართლიანი სასამართლოს იმედი.

შეგახსენებთ, გასული წლის 22 ივნისს strana.ua-ს რედაქციაში ჩხრეკა ჩატარდა, რის შემდეგაც გუჟვა საპატიროში გადაიყვანეს, გენპროკურატურის განცხადებით შუამავლის მეშვეობით გუჟვამ აიღო 10 ათასი დოლარი იმისთვის, რომ არ გაევრცელებინა კომპრომატი „რადიკალური პარტიის“ წევრ დეპუტატ დმიტრი ლინკოზე.

იგორ გუჟვას მხარდაჭერა გამოუცხადა ექსპრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ყოფილმა მოადგილემ ანდრეი პორტნოვმა, მისი თქმით გუჟვას წინააღმდეგ დევნა პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და უკრაინის ხელისუფლება ვერ შეძლებს გუჟვას დანაშაული დაამტკიცოს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42