„კრემლის ანგარიშის“ გამოქვეყნების შემდეგ მასში მოხსენიებული 96 რუსი მილიარდერის ქონების საერთო მაჩვენებელი 1,06 მილიარდი ამერიკული დოლარით შემცირდა. ყველაზე მატად შემცირდა „ლუკოილის“ ხელმძღვანელის აქტივები.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია Forbes-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აქტივები ზემოთ აღნიშნული მაჩვენებლით ანგარიშის გამოქვეყნებიდან 13 საათის განმავლობაში შემცირდა.
„ლუკოილის“ ხელმძღვანელის ვაგიტ ალეკპეროვის აქტივები 226 მილიონი ამერიკული დოლარით შემცირდა, ხოლო NLMK-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარის ვლადიმირ ლისინის აქტივები 205 მილიონი ამერიკული დოლარით შემცირდა.
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ ე.წ. „კრემლის ანგარიში“ კონგრესის მოთხოვნის საფუძველზე, დაუწესდეს რუსეთის ფედერაციას დამატებითი სანქციები, გამოაქვეყნა. სანქციების დაწესების მოთხოვნა უკაბშირდება მოსკოვის ცარევას აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში. 30 იანვარს გამოქვეყნებულ სიაში საერთო ჯამში 210 სახელია მოხსენიებული, მათ შორის 114 რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური წრის წარმომადგენელი და 96 ოლიგარქია.
მასალის გამოყენების პირობები






