ჯაჯანიძე აღნიშნავს, რომ რამდენიმე დღის წინ როლანდ ახალაიამ გიორგი გაბედავას შეურაცხყოფა მიაყენა, მისივე თქმით, გაბედავას ოჯახს სამართლებრივ დახმარებას, ადვოკატი, შალვა ხაჭაპურიძე გაუწევს: "საქალაქო სასამართლოში როლანდ ახალაიამ შეურაცხყოფა მიაყენა გიორგი გაბედავას. მას ყავა შეასხა სახეში, ხოლო მის მამას ეროვნული მოძრაობის დროინდელი აგენტი უწოდა.
ეს არის უსაფუძვლო ბრალდება. ამის მიზეზია, რომ ხელში ჩაგვივარდა ის ინფორმაცია, რომლის გამჟღავნებაც ახალაიებს არ აწყობთ. მოსამართლე გიორგი დარახველიძე, რომელიც ბაჩო ახალაიას პროცესებს წარმართავს, კუბლაშვილის დეიდაშვილია. ამიტომ მიდის პროცესები ისე, რომ მალე ახალაია ციხიდან გამოვა. მალე ბაჩო ახალაიას ციხიდან გამოუშვებენ.
ეს უტყუარი ინფორმაციაა. როლანდ ახალაიამ იცის, რომ ეს ინფორმაცია ჩვენ ჩაგვივარდა ხელში, ამიტომ არის ესე გაღიზიანებული,"- განაცხადა სოსო ჯაჯანიძემ.
მასალის გამოყენების პირობები






