კანონი, რომელიც კონსერვატიული მთავრობისა და პროფკავშირების გაერთიანების მიერ შემუშავდა, მიმართულია იმისკენ, რომ ვაჭრობის სფეროში დასაქმებულებმა კვირა ოჯახებთან ერთად გაატარონ.
აღნიშნულ კანონპროექტს უკვე გამოუჩნდა მოწინააღმდეგეებიც. კრიტიკოსები ფიქრობენ, რომ ზოგიერთმა დამსაქმებელმა შესაძლოა, სამუშაო დღე გაზარდოს, კვირა დღის ასანაზღაურებლად.
როგორც ანჯეი დუდა აცხადებს, მსხვილი მოვაჭრეები ახალ სისტემას უნდა შეეგუონ და სთხოვა, კანონს „გაგებით მოეკიდონ.“
გამონაკლისები შესაძლოა დაიშვას ინტერნეტ-მაღაზიების, ბენზინგასამართი სადგურების, საცხობების, აფთიაქების, საცალო ვაჭრობის ობიექტების, ასევე მთავარი დღესასწაულების შემთხვევაში.
აკრძალვა ეტაპობრივად შევა ძალაში. ანუ, პირველი მარტიდან მხოლოდ თვეში 2 კვირაში აიკრძალება ვაჭრობა. 2019 წლისთვის კი მხოლოდ თვის ერთ კვირას იქნება შესაძლებელი ვაჭრობა. 2020 წლისთვის კი კანონი სრულად ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები






