Facebook-მა 2018 წელი დიდი განახლებებით დაიწყო.
ამჯერად, Facebook-მა ცვლილება სარეკლამო პოლიტიკაში შეიტანა და კრიპტოვალუტებისა და ICO-ს რეკლამები აკრძალა.
ცვლილებების თანახმად, სოციალურ ქსელში პლატფორმაზე კრიპტოვალუტების, ბინარული ოფციონებისადა ICO-ს რეკლამების განთავსება აკრძალა.
როგორც კომპანიის განმერტებაშია ნათქვამი, პოლიტიკა კრძალავს იმ რეკლამებს, რომლებიც დაკავშირებულია დეზინფორამციული ინფორამციის გავრცელებასთან, რომელსაც ხშირად შეცდომაში შეჰყავს მომხმარებელი (მაგალითად, კრიპოტოვალუტების შეძენის შეთავაზება). ამის შესახებ რობ ლეტერნი საკუთარ ბლოგზე წერს.
„ჩვენ გვინდა, რომ ადამიანებმა ახალი პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ განაგრძონ აღმოჩენა და გაცნობა Facebook-ის სარეკლამო განცხადებებიდან , თაღლითობისა და მოტყუების შიშის გარეშე“ - აცხადებს ლეტერნი. „არსებობს ბევრი კომპანია, რომელიც ბინარული ოფციონების, ICO-სა და კრიპტოვალუტების რეკლამას აკეთებს და კეთილსინდისიერად არ მუშაობს.”
მისივე თქმით, პოლიტიკა საკმაოდ ზოგადია, თუმცა კომპანია გააგრძელებს მუშაობას გეგმაზე, რომ უკეთ იმოქმედოს დეზინფორმაციულ რეკლამებზე, რომლებიც კრიპტოვალუტებს, ICO რეკლამებს და ბინარულ პარამეტრებს ეხება.
ამავდროულად, „ფეისბუკი“ მოუწოდებს მომხმარებლებს, დაარეპორტონ ისეთი შინაარსის რეკლამები, რომლებიც აღნიშნულ პოლიტიკას არღვევს.
„ეს პოლიტიკა ნაწილია ჩვენი ძალიხმევის, რომელიც რეკლამის უტყუარობისა და მომხმარებლის უსაფრთხოებისკენ არის მიმართული“ - წერს ლეტერნი.
მასალის გამოყენების პირობები






