რუსთავში, "გეპეის" ყოფილ შენობაში შესახლებულები შენობის დატოვებას არ აპირებენ
საზოგადოება - 13:32, 25 Jul, 2013     795

"გეპეის" შენობაში შესახლებულები ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს მიერ დაქირავებულ სამშენებლო კომპანია "ენ ბი ჯი"-ს წარმომადგენლებს ოთახების დათვლაზე უარს ეუბნებოდნენ. მათ სამშენებლო კომპანიის მშენებლებს შენობის ეზოში შესასვლელი კარი ჩაუკეტეს და ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას არ აძლევდნენ.

როგორც "ენ ბი ჯის" წარმომადგენელმა გოჩა ენდელაძემ "ინტერპრესნიუსთან" საუბარში განაცხადა, შენობა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ეკუთვნის.

მისივე თქმით, "გეპეის" ყოფილი შენობის გასარემონტებლად ტენდერი გამოცხადა, რომელშიც სამშენებლო კომპანია "ენ ბი ჯიმ" გაიმარჯვა. ენდელაძის განცხადებით, დღეს აღნიშნულ მისამართზე მუშებთან ერთად მივიდნენ, თუმცა შენობაში შესახლებულებმა შიგნით შესვლის საშუალება არ მისცეს, არადა კომპანიას შენობის რემონტზე ვალდებულება აქვს აღებული და სამუშაოები დეკემბერში უნდა დაასრულოს.

"გეპეის" ყოფილ შენობაში მცხოვრები ოჯახები შენობის დაცლაზე კატეგორიულ უარს აცხადებენ და ამბობენ, რომ თითოეული მათგანი სოციალურად დაუცველი უბინაოა. მათი თქმით, აღნიშნულ შენობაში 10 თვეა რაც ცხოვრობენ და წასასვლელი არსად არ აქვთ, ამიტომ შენობის დატოვებას არ აპირებენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42