შსს-მ პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით 8 პირი დააკავა
სამართალი - 13:28, 25 Jul, 2013     530

ბათუმის საქალაქო სამმართველოს ცენტრალური აპარატის და ბათუმის საქალაქო სამმართველოს 1-ლი, მე-2, მე-3, მე-4 და მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა, ბათუმში რამდენიმე ადგილას ერთდროულად ჩატარებული ოპერატიული-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ბრალდებით სამი სხვადასხვა სასტუმროს და ერთი კაფე-ბარის დროებითი მფლობელები, იქ მომუშავე რამდენიმე პირი და ასევე, ერთ–ერთი ბინის მეპატრონე დააკავეს.

 

დაკავებული არიან: ბათუმის აეროპორტის გზატკეცილზე მდებარე სასტუმრო "ელეგანტი"-ს დროებითი მფლობელი - 1990 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე ბურთან ე, ამავე სასტუმროს დირექტორი - 1974 წელს დაბადებული გიორგი მ. და ადმინისტრატორი - 1966 წელს დაბადებული ანასტასია ხ, ასევე, სასტუმროს თანამშრომელი - 1974 წელს დაბადებული თურქეთის მოქალაქე გუმუტ კ; ბათუმში, რურუას ქუჩაზე მდებარე სასტუმრო "ნინი"-ს მფლობელი - 1979 წელს დაბადებული ირანის რესპუბლიკის მოქალაქე მაჰმუდ ა; სასტუმრო "იქსი"-ს მფლობელი - 1965 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი ინგა ბ, რომელიც წარსულში იგივე დანაშაულისთვისაა ნასამართლევი.

 


სამართალდამცველებმა ასევე დააკავეს კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კაფე-ბარის დროებითი მფლობელი, 1970 წელს დაბადებული ძაბული ვ. იგი კაფე-ბარის მე-2 სართულზე მდებარე ოთახს პროსტიტუციისათვის აქირავებდა.

 

ასევე დაკავებულია ბათუმში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მცხოვრები, 1954 წელს დაბადებული ტანია პ, რომელიც საკუთარ საცხოვრებელ ბინას პროსტიტუციაში ჩართულ პირებს ფულის სანაცვლოდ უთმობდა.

 

გამოძიების ფარგლებში, აღნიშნულ დაწესებულებებში მომუშავე 30-მდე ქალბატონი და ტანია პ-ს მეზობლები მოწმის სტატუსით დაიკითხნენ.

 

გამოძიება პროსტიტუციისთვის ადგილის გამოყოფის ხუთივე ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 254-ე მუხლით).





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42