საქართველოში წარმართული სახელები და მათი ისტორია
რელიგია - 17:50, 30 Jan, 2018     4653
საქართველოში წარმართულ ღვთაებათა სახელები შემორჩენილია სუფრულსა და საგუნდო მასალებში. ზოგიერთი იმ მისამღერებს გაზაფხულის ქალღმერთის სადიდებლად თვლის. „არალო არი არალოს“ პროფესორი ალექსანდრე ხახანაშვილი „ალილოსთან“ აიგივებს.

ჰენრი რაულინსონს მოჰყავს მთის სახელწოდება – „არათუ“, რომელსაც არალებზე მითი უკავშირდება. თუკი ამ მითის – „ისტარას“ (ასტარტა) კულტთან დაკავშირება სარწმუნოა, – განაგრძობს ხახანაშვილი, – მაშინ ჩვენი „არალო“ გაზაფხულის ქალღმერთისადმი შექმნილად მიგვაჩნია. „არალო არი“ – დან წარმოქმნილად უნდა ჩაითვალოს „ალილო“. ჰიმნი „ალილო“ – ს შესახებ თავს უფლებას მივცემთ ვივარაუდოთ: ეს ჰიმნი, რომლის უდავოდ წარმართული შინაარსი ქრისტიანულითაა ჩანაცვლებული, არის უძველეს დროში შექმნილი სადიდებელი ბნელეთის სულის შვიდ დაქვემდებარებულ კლასთაგან ერთ-ერთის – ალილოსი? იმ ალილოსი, მსოფლიო წესრიგის დამანგრევლად, რომ არის წარმოსახული. ეს სული ჩვენს წინაპარ ქალდეველთა მითოლოგიაში ფიგურირებს, და ის ბავშვებს იტაცებდა. ჩვენში დღემდეა შემორჩენილი ჩვეულება: როცა ბავშვს ყელში რაღაც გადაცდება, მას ეტყვიან – „ალალიო“. ეს უდავოდ ბავშვების გამტაცებელი ალალოს საქმიანობაზე უძველესი წარმოდგენის გამომხატველია, რომელიც ჩვენი წინაპარი khald-ისგან მემკვიდრეობით გვერგო. ამავე გზით გადმოგვეცა სიმღერები მისამღერებით: ანუნი, დალალე, ლალე, თალი თულაი ლალე, რომლებშიც უმაღლესი ღვთაება, ანუს და სულის – თელალის სახელები გვესმის.

აღდგომის შემდეგ, პირველი შვიდეული, ყოველთა წიდათა შვიდეულად წოდებული, რუსეთის ხალხურ ყოფაში დღემდე წარმართულ კოსტრობონკასა და იარალოსადმი მიძღვნილ უძველეს თამაშობებსა და სეირნობებს ემთხვევა. ეს თამაშები ძლიერ გვაგონებ ქართულ კარნავალ – ყეენობას, რომელიც ყველიერის ორშაბათს ტარდებოდა.

მასალა ეკუთვნის

იღუმენ მამა გაბრიელ ჯიქიას





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42