დღეს, 31 იანვარს, თბილისში, 5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ პრეზენტაცია გაიმართება. ღონისძიებას დედაქალაქის მერი კახა კალაძე და საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრებიან.
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონის“ მშენებლობა 2019 წლის ბოლოს დასრულდება. პროექტი ინვესტიციის სახით 44 მილიონ ევროს მოიცავს.
5 ვარსკვლავიანი სასტუმრო „ჰილტონი“ 200 + ნომრიანი იქნება, პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე დასაქმებულია 150 ადამიანი, სულ 500 ადამიანის დასაქმება იგეგმება.
პროექტის განსაკუთრებული მახასიათებელი გახლავთ ის, რომ მშენებლობის ფარგლებში შენარჩუნდება კულტურული ძეგლის, შენობის წინა ფასადის იერსახე.
პროექტს ახორციელებს საინვესტიციო კომპანია Granat Investment.
პროექტის გენერალური კონტრაქტორი - სამშენებლო კომპანია BBC
კომპანია BBC გამორჩეულია სამშენებლო პროექტების მაღალი სტანდარტებით განხორციელების თვალსაზრისით.
პროექტს სამშენებლო მენეჯმენტს ბრიტანული კომპანია BHP უწევს.
პრეზენტაცია თბილისში, კოსტავას ქ.59-ში 13:00 საათზე გაიმართება
ხოლო 17:30 საათზე "ჰილტონ თბილისის" ინტერიერის დიზაინის ავტორი, ცნობილი არქიტექტორი და დიზაინერი, პიერო ლისსონი ჩაატარებს მასტერკლასს ქართველი დიზაინერებისა და არქიტექტორებისთვის (მის: რუსთაველის გამზირი №3, სიმონ ჯანაშიას სახელობის ისტორიის მუზეუმი).
პიერო ლისონი არის მსოფლიოში ცნობილი არქიტექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი და დიზაინერი, სტუდია Lissoni Associati-ის თანადამფუძნებელი. სწორედ Lissoni Associati იქნება სასტუმრო Hilton Tbilisi-ის პროექტის შიდა ინტერიერის დიზაინის ავტორი.
პიერო ლისონის არქიტექტურული პროექტებია კერძო ლოფტი მონეზაში (2009), ვილა კომოსთან ახლოს (2005), სასტუმრო Mamilla იერუსალიმში (2009), სასტუმრო Monaco & Grand Canal-ის ჰოლის რეკონსტრუქცია ვენეციაში (2002-2004), Bentley Design სატუმრო სტამბულში (2002), Al Porto Design სასტუმრო ციურიხის ტბაზე (2001), Mitsui Garden სასტუმრო ტოკიოში (2005) Studio M სასტუმრო სინგაპურში (2010) და სხვა.
პიერო ლისონიმ ჰოლანდიური კომპანიის Stage Entertainment -ისთვის განახორციელა historic Teatro Nazionale (2009) რეკონსტრუქცია მილანში, რომელიც ექსკლუზიურად განკუთვნილია მიუზიკლებისათვის.
მასალის გამოყენების პირობები






