აშშ-ის „შავი სიაში“ შესული რუსული კომპანიები - ჩამონათვალში "ვითიბი ბანკი" მოხვდა
მსოფლიო - 15:42, 30 Jan, 2018     4044
ამერიკის შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს „კრემლის ანგარიში“ წარუდგინა. პოლიტიკოსებისა და ბიზნესმენების „შავი სიაში" 210 სახელი, მათ შორის 114 რუსეთის მსხვილი ჩინოვნიკია, 69 კი ოლიგარქია შესული, რომელთა წინააღმდეგად, შესაძლოა, სანქციები დაწესდეს.
სიაში "ვითიბი ბანკიც" მოხვდა.

„კრემლის სიაში“ შესულია ასევე პრემიერ მინისტრი დმიტრი მედვედევი და მინისტრთა კაბინეტის წევრები, მათ შორის ენერგეტიკის მინისტრი ალეკსანდრ ნოვაკი და ტრანსპორტის მინისტრი მაკსიმ სოკოლოვი.

სიაში მოხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანტონ ვაინო და პუტინის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვი, რუსეთის ლიდერის პრეს-მდივანი დმიტრი პესკოვი, გრომოვი. ასევე სიაში არიან- მატვიენკო, ვოლოდინი, სეჩინი, მილერი, ნარიშკინი, ბორტნიკოვი, „როსსეტის“ ექს-ხელმძღვანელი ბიდარგინი, ასევე „როსატომის“, „ინტერ რაოს“, „რუსჰიდროს“ ხელმძღვანელები , სახელმწიფო ბანკების „ვიტიბი ბანკის“, „სბერბანკის“ ხელმძღვანელები ანდრეი კოსტინი და გერმან გრეფი. „ვნეშეკონომბანკის“ უფროსი სერგეი გორკოვი. სიაში არიან რუსეთის რკინიგზის, ავიამშენებელი კორპორაციის და „აეროფლოტის“ ხელმძღვანელები, „როსტეხის“ მეთაური ჩემეზოვი და „გაზპრომის“ ხელმძღვანელი მილერი, „იანდექსის“ ხელმძღვანელი არკადი ვოლოჟი და „მაილრუ გრუპის“ ყოფილი თანამფლობელი იური მილნერი.

ოლიგარქების სიის ფიგურანტები არიან - რუსეთის პრეზიდენტის მრჩევლები კლიმენკო და გლაზიევი, ბიზნესმენები ალიშერ უსმანოვი, რომან აბრამოვიჩი, სულეიმან კერიმოვი, „კასპერსკის ლაბორატორიის“ შემქმნელი ევგენი კასპერსკი, ასევე ვაგიტ ალეკპეროვი, ოლეგ დერიპასკა, ვლადიმირ პოტანინი, მიხაილ პროხოროვი, არკადი და ბორის როტენბერგები, გენადი ტიმჩენკო, ოლეგ ტინკოვი, ვიკტორ ვეკსელბერგი, ვადიმ იაკუნინი, ალეკსანდრ ჯაფარიძე, ვლადიმირ ბოგდანოვი, პეტრ ავენი, დმიტრი პუმიანსკი, ვიქტორ რაშნიკოვი, ალეკსეი მორდაშოვი, ანდრეი გურიევი, სერგეი გალიცკი.

ამერიკის ფინანსთა სამინისტრო განმარტავს, რომ ამ დროისთვის „კრემლის ანგარიშის“ ფიგურანტებზე სანქციები ავტომატურად არ ვრცელდება და სიაში ყოფნა არ ნიშნავს, რომ მათი აქტივები გაიყინება ან აშშ-ს ვიზის მიღება შეეზღუდებათ. თუმცა როგორც ბლუმბერგი წერს შესაძლოა მათ ჩამონათვალში ყოფნამ აშშ-ის და ევროპის ბანკებს და ორგანიზაციებს მათთან ბიზნესის წარმოებისგან თავისშეკავების ბიძგი მიცეს.

შეგახსენებთ, 2017 წლის 2 აგვისტოს აშშ-ის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა კანონს „ ამერიკის ოპონენტების წინააღმდეგ სანქციების მეშვეობით მოქმედების“ შესახებ. მასში ნათქვამი იყო, რომ 180 დღის განმავლობაში ამერიკის ფინანსთა სამინითროს სახელმწიფო დაზვერვასთან და სახელმწიფო დეპარტამენტთან თანამშრომლობით უნდა მოემზადებინა ფართო ანგარიში რუსული ბიზნესისა და ხელისუფლების კავშირთან დაკავშირებით და კონგრესისთვის წარედგინა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42