,,...ეცადეთ, ეს დაბნელება ყველაფერი დრომოჭმული, ძველი და ვადაგასულისაგან განსათავისუფლებლად გამოიყენოთ. მოიშორეთ, რაც გამძიმებთ, რაც '' თქვენი'' არაა. ეს ეხება ურთიერთობებსაც და ნივთებსაც.
მთვარის დაბნელება შესანიშნავი დროა ჩვენი სურვილების ასახდენად სპეციალური რიტუალების ჩატარებისათვის. ამისათვის შეგიძლიათ 30 იანვარს, ღამით 12 საათის მერე, აანთოთ ოქროსფერი ან ყვითელი ფერის სანთელი, რადგან მთვარე ლომს გადის და ეს ფერები ამ ნიშანს შეესაბამება. ჩაიფიქრეთ სურვილი და შეეცადეთ ვიზუალიზაცია გაუკეთოთ. ანუ წარმოიდგინეთ, რომ ის სურვილი უკვე შეგისრულდათ. ვთქვათ თუ მანქანა გინდათ, წარმოიდგინეთ როგორ ზიხართ იმ მანქანის საჭესთან, თუ გათხოვება გსურთ, წარმოიდგინეთ თქვენი თავი საქორწინო ცერემონიაზე და ასე შემდეგ... ამის შემდეგ ჩააქრეთ სანთელი და შეინახეთ . ითვლება რომ მთვარის დაბნელებაზე ჩათქმული სურვილები 6 თვის მანძილზე სრულდება სურვილის შერულების შემდეგ სანთელს რას უზავთ, დაწვავთ, თუ სულაც გადააგდებთ, აღარ აქვს მნიშვნელობა.
სადღაც ამოვიკითხე, თუ ცხოვრება ტრასაა, დაბნელებები შეიძლება ავტოინსპექციის გამშვებ პუნქტებად"- წერს ნოელი.
იხილეთ ვრცლად აქ
მასალის გამოყენების პირობები






