„გაოცებულები ვართ რუსულ-აფხაზურ და რუსეთ- სამხრეთ ოსეთს შორის საბაჟო სფეროში ურთიერთთანამშრომლობის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პროტესტის გამო.
რუსეთის მესამე სახელმწიფოებთან თანამშრომლობის უსაფუძვლო კრიტიკის ნაცვლად, საქართველოს ყურადღებით უნდა შეესწავლა საქართველო-რუსეთს შორის საბაჟო ადმინისტრირებისა და მონიტორინგის შესახებ 2011 წლის 9 ნოემბერს დადებული შეთანხმება.
საქართველოს ოფიციალური პირების ბოლოდროინდელი საჯარო კომენტრებით თუ ვიმსჯელებთ, ისინი პრაქტიკულად არ იცნობენ ამ დოკუმენტის ტექსტს. თანაც, მალე მოგვიწევს მისი შესრულება შვეიცარიული მონიტორინგის კომპანიის კონტროლის ქვეშ, რომელთანაც საქართველომ უკვე მოაწერა ხელი შესაბამის კონტრაქტს.
თავის მხრივ, როგორც უკვე აღინიშნა, რუსული მხარე ასრულებს აუცილებელი რუსულ-შვეიცარიული ხელმოსაწერი დოკუმენტების მომზადებას, რომელიც საშუალებას მოგვცემს შევუდგეთ 2011 წლის შეთანხმების პრაქტიკულ განხორციელებას, რაც ასეთი მნიშვნელოვანია რეგიონალური ვაჭრობისთვის" - ნათქვამია რუსეთის საგარეო უწყების განცხადებაში.
მასალის გამოყენების პირობები






