Facebook-ი საკუთარ პოლიტიკაში მორიგ მნიშვნელოვან ცვლილებას აანონსებს.
მას შემდეგ რაც, სოციალური ქსელის დამფუძნებებმა მარკ ცუკერბერგმა განაცხადა, რომ სანდო საინფორმაციო წყაროებს თავად სოციალური ქსელის მომხმარებლები გამოავლენენ, ამჯერად, მისივე თქმით, განახლება, ადგილობრივი საინფორმაცოი წყაროების პოპულარიზაციას ეხება.
„2018 წლისთვის ჩვენი განახლება დაგარწმუნებთ, რომ „ფეისბუკი“ არა მხოლოდ გართობაზე, არამედ თქვენი და საზოგადოების კეთილდღეობაზეა ფოკუსირებული.
ჩვენ ვახორციელებთ განახლებათა მთელ სერიას, რათა წარმოვაჩინოთ უფრო მაღალი ხარისხის, სანდო ახალი ამბები. გასულ კვირას გავაკეთეთ განახლება, იმისთვის რომ გვეჩვენებინა ის წყაროები, რომლებსაც ჩვენი საზოგადოება ფართოდ ენდობა. დღეს, ჩვენი მომდევნო განახლება ადგილობრივი ახალი ამბების წყაროების პოპულარიზაციას ეხება.
ხალხი გამუდმებით გვეუბნება, რომ ფეისბუკზე უფრო მეტი ადგილობრივი ახალი ამბის ნახვა სურს. ადგილობრივი ნიუსები გვეხმარება გავიგოთ ის საკითხები, რომლებიც ჩვენს საზოგადოებებში ხდება და რომლებიც ჩვენს ცხოვრებაზე ახდენს გავლენას. კვლევა აცხადებს, რომ ადგილობრივი ახალი ამბების კითხვა პირდაპირ კავშირშია სამოქალაქო ჩართულობასთან. ადამიანები, რომლებმაც იციან, რა ხდება მათ გარშემო, უფრო მეტად არიან პროცესებში ჩართული და წვლილი შეაქვთ გარდაქმნებში.
გასულ წელს, როდესაც ქვეყნის მასშტაბით ვმოგზაურობდი, ერთ-ერთი საკითხი, რაცეს ხალხი მეკითხებოდა, ეროვნული საკითხები იყო. ბევრმა მითხრა, რომ თუკი ყველაზე მეტად საპაექრო საკითხების ირგვლივ ტემპერატურას დავწევთ და სანაცვლოდ ვფოკუსირდებით უფრო კონკრეტულ ადგილობრივ საკითხებზე, მაშინ ერთობლივად მივაღწევთ უფრო მეტ პროგრესს.
დღეიდან, ჩვენ ვაპირებთ, თქვენ უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ თქვენი ქალაქის ან სოფლის საინფორმაციო წყაროსგან. თუკი გამოწერილი გაქვთ რომელიმე ადგილობრივ გამოცემა ან ვინმე, ვინც აზიარებს ადგილობრივ ახალ ამბებს, მათ ნიუს ფიდში უფრო ხშირად იხილავთ. ჩვენ ვიწყებთ აშშ-დან და ჩვენი მიზანია, წლის ბოლომდე მოვიცვათ უფრო მეტი ქვეყანა.
ადგილობრივი სიახლეები ხელს უწყობს საზოგადოების მშენებლობას. ეს მნიშვნელოვანი ნაწილია დავრწმუნდეთ იმაში, რომ ის დრო, რომელსაც ჩვენ ყველანი ფეისბუკზე ვატარებთ, ღირებულია. მოუთმენლად ველი, როდის გაგიზიარებთ მეტ სიახლეს” - წერს მარკ ცუკერბერგი.
მასალის გამოყენების პირობები






