როგორც გამოცემა The Sun იტყობინება , ემილის მშობლების თქმოს, გოგონას ხველა და სურდო შენიშნეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. ექიმებმა გრიპის დიაგნოზი დაუსვეს , წამლები გამოუწორეს, ბევრი სითხის მიღება ურჩიეს და სახლში გაწერეს.
მეორე დღეს გოგონას მდგომარეობა გაუარესდა. მშობლების თქმით, ემილის სუნთქვა ისე გაუჭირდა, რომ იხრჩობოდა და სასწრაფო დახმარება დამოიძახეს. ადგილზე მისულმა მედიკოსებმა განუცხადეს, რომ მძიმე სუნთქვა, გრიპის ერთ-ერთი სიმპტომია და „ყველაფერი კარგად იქნებოდა.“
გოგონა სახლში დატოვეს, რამდენიმე საათის შემდეგ კი ემილიმ სუნთქვა შეწყვიტა. ის საავადმყოფოსკენ მიმავალ გზაზე გარდაიცვალა.
როგორც გოგონას დედა რონდა ამბობს, ის და მისი მეუღლე ჯერ კიდევ შოკურ მდგომარეობაში არიან.
„განადგურებულები ვართ. ემილის გრიპი ჰქონდა, რაც მისი გარდაცვალების მიზეზი არ უნდა გამხდარიყო. ყველას ვთხოვ, გრიპს სერიოზულად მოეკიდონ, მაშინაც კი , თუკი ექიმები ამბობენ, რომ ეს გაივლის“ - ამბობს რონდა.
მასალის გამოყენების პირობები






