„ვიწყებთ აქციებს მთავარი ბარიგის, პოროშენკოს გადასაყენებლად! ბანდასთან კომპრომისი არ შეიძლება!“ -სააკაშვილი
მსოფლიო - 10:41, 29 Jan, 2018     1899

შინაპატიმრობის მიუხედავად, საქართველოს მესამე პრეზიდენტი და უკარინული ოპოზიციის ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი, მორიგ მარშს 4 თებერვალს გამართავს. სააკაშვილი მომხრეებს მობილიზებისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ მასობრივ საპროტესტო აქციებს ვიწყებთ ქვეყნის მთავარი ქურდისა და ბარიგის - პეტრო პოროშენკოს მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით გადასაყენებლად.

უკვე მომავალ კვირას, 4 თებერვალს, შევჩენკოს პარკიდან მაიდანამდე მარში გაიმართება.

მეხუთე თვეა, ვებრძვით ოლიგარქიას, კორუფციასა და დიქტატურას. გვქონდა ძალიან მარტივი მოთხოვნები - იმპიჩმენტის შესახებ კანონის მიღება, ანტიკორუფციული სასამართლოს შექმნა, არჩევნების შესახებ ახალი კანონის მიღება და დეპუტატის ხელშეუხებლობის გაუქმება. ამის სანაცვლოდ ჩვენ მივიღეთ პოლიტიკური ტერორი და რეპრესიები, დაპატიმრებები, დევნა და გაყალბებული სისხლის სამართლის საქმეები.

ამ ბანდასთან კომპრომისი არ შეიძლება. ჩვენ გამარჯვებამდე მივალთ!

ჩვენი რესურსები ოლიგარქის რესურსებს ვერ შეედრება. საშუალო კლასი გამარჯკვებას მხოლოდ მაშინ ახერხებს, როდესაც ერთიანდება და თავის რესურსებს კონკრეტული ამოცანის მისაღწევად მიმართავს.

ჩვენ თქვენი დახმარება გვჭირდება!

მარშის ორგანიზებისთვის, ბუკლეტების მომზადება და გავრცელება გვჭირდება, ასევე რეგიონებიდან კიევში ხალხის ტრანსპორტირება და სცენის აუდიოსიტემით უზრუნველყოფა“- წერს მიხეილ სააკაშვილი და პარტიის საბანკო რეკვიზიტებს აქვეყნებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42