ისინი ამ დასკვნამდე მივიდნენ იმ ექსპერიმენტის შედეგად, რომელშიც მსოფლიოს 60 ქვეყნის მცხოვრები 750 ადამიანი, რომელთაც მშობლიური გარდა სხვა ენა არ იცოდნენ.
ექსპერიმენტის მონაწილეებსმსოფლიოს სხვადასხვა კუთხის ტრადიციული, ეროვნული მუსიკალური ნაწარმოებები მოასმენინეს, მაგალითად ავსტრალიელი მონადირეებისა და არქტიკის მცხოვრებთა მეცხოველეების რიტუალური სიმღერები, და სთხოვეს, მათი ჟანრი განესაზღვრათ.
ცდამ აჩვენა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ექსპერიმენტის მონაწილეებს ეს მუსიკა არასდროს ჰქონდათ მოსმენილი და ნანახი, მათმა აბსოლუტურმა უმრავლესობამ უშეცდომოდ განსაზღვრა, იყო ეს იავნანა, სასიყვარული, თუ რელიგიური რიტუალისთვის განკუთვნილი მუსიკა.
რადგან ექსპერიმენტმა მეცნიერების მოლოდინებს გადააჭარბა, მათ გადაწყვიტეს კიდევ ერთი ცდა ჩაეტარებინათ. რესპოდენტებს შესტავაზეს გაეანალიზებინათ კომპოზიციები, მაგალითად, დაესახელებინათ სოლისტების რაოდენობა, მატი სქესი, მელოდიური სურათი.
ცდამ დაადასტურა, რომ მუსიკალურ ჟანრებს გააჩნიათ ადვილად გამოსაცნობი მახასიათებლები, რომლებსაც ადამიანთა უმრავლესობა ადეკვატურად აღიქვამს.
"ჩვენ დავრწმუნდით, რომ მათ იმდენად საერთო ნიშანთვისებები აქვთ, რომ უნივერსალურად შეიძლება ჩავთვალოთ არამარტო მელოდიები, არამედ მათი შესრულების სტილი," - აცხადებს ქარვარდელი ფსიქოლოგი სამუელ მერი.
ამჯერად, მეცნიერები აპირებენ ანალოგიური ექსპერიმენტი ჩაატარონ ისეთ იზოლირებულ ჯგუფებზე, როგორებიც არიან ბოლივიის ამაზონის ჯუნგლების მაცხდოვრებლები და სხვ., რომლებიც საერთოდ არ იცნობენ დასავლურ და სხვა სამყაროს კულტურას.
მასალის გამოყენების პირობები






