„თბილისის მიკროავტობუსის“ გაკოტრების საფრთხეები
საზოგადოება - 20:35, 24 Jul, 2013     1016

არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა ადვოკატები" ხვალ შპს "თბილისის მიკროავტობუსის" საქმიანობის შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და საზოგადოებისთვის საჯაროს გახდის კომპანიიდან მიღებულ წერილობით დოკუმენტს, რომლის თანახმადაც, შესაძლებელია, შპს "თბილისის მიკროავტობუსი" გაკოტრების წინაშე აღმოჩნდეს.


ორგანიზაციამ კომპანიას 2013 წლის 12 ივლისს მიმართა და რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე განმარტება მოითხოვა. კერძოდ, დგას თუ არა დღის წესრიგში ჩატარებული ტენდერების შედეგების გადახედვის აუცილებლობა, რამდენს შეადგენს მძღოლების მიერ ფიქსირებული ყოველდღიური გადასახადი, რა ტენდენცია არსებობს ყოველდღიურ გადასახადის მატებასთან და კლებასთან, შპს "თბილისის მიკროავტობუსი" გეგმავს თუ არა მგზავრობის ღირებულების შემცირებას 50 თეთრის მდგომარეობით, თუკი იგეგმება, რა პერიოდიდანაა მოსალოდნელი სამგზავრო ღირებულების შემცირება და რა გარემოებები უშლის ხელს, რომ მგზავრობის გადასახადი შემცირდეს. ამასთან, ორგანიზაცია თავის წერილში სვამდა კითხვას, მიეცათ თუ არა მძღოლებს უფლება, სურვილისამებრ შეერჩიათ პროფილაქტიკის ობიექტი.
"ახალგაზრდა ადვოკატები" შპს "თბილისის მიკროავტობუსიდან" მიღებულ წერილს მნიშვნელოვან დოკუმენტს უწოდებენ, რადგანაც შპს "თბილისის მიკროავტობუსი" პირველად პასუხობს საკითხებს, რომლის მიმართაც, დღემდე, დუმილს ინარჩუნებდა. ორგანიზაციაში მიუთითებენ, რომ მიღებული წერილი მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გამომხატველია. ამიტომაც, ხვალინდელ ბრიფინგზე, დოკუმენტის გასაჯაროება და კონკრეტული შეფასებები გაკეთდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42