- ამის შესახებ სამების ტაძრის დიაკვანი მამა ელიზბარი (დიაკონიძე) "ალიასთან" საუბარში აცხადებს და ამატებს, რომ კათოლიკოს-პატრიარქმა ერთი წმენდა ჩაატარა და მამათმავლები განკვეთა ეკლესიიდან, თუმცა, სოდომური ცოდვით დასნებოვნებულთა მომრავლება ისევ შეიმჩნევა:
"...თქვენ მკითხეთ, შიდა პროტესტი რატომ არ იყო ეკლესიაში არსებულ მამათმავლობის პრობლემასთან დაკავშირებითო. როგორ არ იყო, შიდა პროტესტს შეეწირა ნიკორწმინდელი მთავარეპისკოპოსი ამბროსი (ქათამაძე). უამრავი ეპისკოპოსი განდგომილია ეკლესიიდან, მაგალითად, მეუფე ქრისტეფორე (წამალაიძე), მათ პროტესტის ეს ფორმა არჩიეს, ასეთები ჩვენს გვერდით ნუ არიანო. მისმა უწმინდესობამ ერთი წმენდა ჩაატარა ეკლესიაში და მამათმავლები განკვეთა ეკლესიიდან.
ახლაც, ჩვენდა საუბედუროდ, შეიმჩნევა ამ პირთა მომრავლება ეკლესიაში. მამა ანთიმოზს ერთი რამით შემიძლია ვუსაყვედურო, - "ძაღლი შინ არ ვარგოდა, სანადიროდ გარბოდას" პრინციპით არ უნდა მოქცეულიყო", - ამბობს მამა ელიზბარი "ალიასთან" ინტერვიუში.
მასალის გამოყენების პირობები






