მოშიმშილე მსჯავრდებულებთან დაკავშირებით, სასჯელაღსრულების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს
სამართალი - 20:11, 24 Jul, 2013     567

"22-დან 24 ივლისამდე სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში შიმშილობა დაიწყო 31-მა მსჯავრდებულმა.

22 ივლისს, სასჯელაღსრულების #17 დაწესებულებაში, ორმა პატიმარმა ლევან კ-მ და გიორგი ხ-მ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და პირი ამოიკერა.

ლევან კ. არ ეთანხმება და აპროტესტებს მის მიმართ გამოტანილ სასამართლო განაჩენს და ითხოვს სამედიცინო დახმარებას, ხოლო გიორგი ხ. ითხოვს ვადაზე ადრე გათავისუფლებას, ამავდროულად, ის წინასწარ უნდობლობას უცხადებს ვადამდე გათავისუფლების ადგილობრივ საბჭოს და ეჭვს გამოთქვამს, რომ საბჭო არ მიიღებს დადებით გადაწყვეტილებას, მისი ვადამდე ადრე გათავისუფლების შესახებ.

მოგახსენებთ, რომ ლ. კ-ს შემთხვევაში, მისი საკითხის გადაწყვეტა არ შედის სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კომპეტენციაში. რაც შეეხება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას, სამი კვირის წინ გაყვანილი იყო სამოქალაქო კლინიკაში, ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა პროტესტის დაწყებამდე გრძელდებოდა. (შეუძლებელი გახდა პირის ამოკერვის გამო) მსჯავრდებულს, პროტესტის დასრულებისთანავე, მკურნალობა და საჭირო მედიკამენტების მიღება კვლავ გაუგრძელდება.

გ. ხურციძემ 2013 წლის 7 ივლისს მოიხადა სასჯელის ვადის ის ნაწილი, რის საფუძველზეც ადგილობრივი საბჭო განიხილავს მსჯავრდებულთა შუამდგომლობას, პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ. საბჭოში უკვე შემოსულია შუამდგომლობა #17 დაწესებულების ადმინისტრაციიდან, ხურციძის ვადამდე გათავისუფლების შესახებ. აქედან გამომდინარე, ადგილობრივი საბჭო უახლოეს სხდომაზე განიხილავს მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხს.

მოგახსენებთ, რომ სამინისტროს აპარატის წარმომადგენლისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლის გარდა, საბჭოში შედიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, მერიისა და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები. გადაწყვეტილება მსჯავრდებულის პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების შესახებ მიიღება ხმათა უმრავლესობით. შესაბამისად, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საბჭო, წინასწარი პროგნოზი შეუძლებელია და არავის, მათ შორის მსჯავრდებულს, არ აქვს უნდობლობის საფუძველი.

19 მოშიმშილე მსჯავრდებული აპროტესტებს სასჯელის შეკრებითობის გაუქმების საფუძველზე მიღებულ სასამართლო გადაწყვეტილებას.

სამედიცინო დახმარებას ითხოვს 2 მსჯავრდებული, რაზეც გვსურს განვაცხადოთ, რომ ორივე მათგანს ჩატარებული აქვს შესაბამისი გამოკვლევები და უტარდებათ სათანადო მკურნალობა. ამასთან, დაგეგმილია სხვადასხვა სამედიცინო კონსულტაცია და გამოკვლევა, რომელიც მსჯავრდებულებს უახლოეს დღეებში ჩაუტარდებათ.

9 მსჯავრდებული არ ეთანხმება პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებებს.

სამინისტრო საჭიროდ თვლის, გაგაცნოთ თითეული მათგანის დანაშაულის ხასიათი და პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისგან უარის თქმის საფუძველი:

რომან ბ. - წარსულში ნასამართლევი. 30.10.2004 წელს გაძარცვა მოქალაქე, ხოლო 26.12.2007 წელს ჩაიდინა ქურდობა. (მოიპარა ავტომანქანის სარკე) სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიესაჯა 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 3 წლით და 3 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, მას უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ნასამართლობის მქონეა, გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში განმეორებით ჩაიდინა მძიმე კატეგორიის დანაშაული.

შალვა რ. - წარსულში ნასამართლევი. 17.12.2008 წელს მოქალაქეს გასტაცა მობილური ტელეფონი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და 8 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს ძალადობრივი დანაშაული და არის ნასამათლევი. მსჯავრდებულს სასჯელის ვადის ამოწურვამდე დარჩენილი აქვს 6 თვეზე ნაკლები, ამდენად, მისი ვადამდე გათავისუფლების შესახებ ადგილბრივ საბჭოში შესულია შუამდგომლობა და საკითხი საბჭოს უახლოეს სხდომაზე განიხილება.

ამირან შ. – 23.10.2008 წელს მოიპარა მოქალაქის კუთვნილი ავტომანქანა. სასამართლო გადაწყვეტილებით მას მიესაჯა 10 წლით და 9 თვით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" კანონისა და შეკრებითობის პრინციპის გაუქმების საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 5 წლით და 10 თვით. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების თაობაზე შემოსულია შუამდგომლობა #17 სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან და ადგილობრივი საბჭო საკითხს უახლოეს სხდომაზე განიხილავს.

ზვიად ნ. – 14.09.2008 წელს ცივი იარაღის გამოყენების მუქარით დააყაჩაღა ტაქსის მძღოლი. სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირს მიესაჯა 7 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 1 წლით და 11 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჯგუფურად.

ზვიად ბ. – 17.05.2009 წელს დააყაჩაღა მოქალაქე, გასტაცა ფული და მობილური ტელეფონი. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 6 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი 1 წლით და 8 თვით შეუმცირდა. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს მძიმე კატეგორიის ძალადობრივი ხასიათის დანაშაული ჯგუფურად.

თამაზ ო. - წარსულში ნასამართლევი. 22.02.2008 წელს უკანონოდ შეიძინა და შეინახა ნარკოტიკული საშუალება "ეფედრინი". სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 8 წლით თავისუფლების აღკვეთა. "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 2 წლით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან ჩადენილი აქვს განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული.

ვალერი მ. – 25.09.2009 წელს გაძარცვა მოქალაქე პირთა ჯგუფთან ერთად. სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 13 წლით თავისუფლების აღკვეთა. შეკრებითობის პრინციპის გაოქმებისა და "ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე სასჯელი შეუმცირდა 7 წლით და 9 თვით. ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებით, უარი ეთქვა პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე, რადგან წარსულში ნასამართლევია. გამოსაცდელი ვადის მოქმედების პერიოდში ჩადენილია დანაშაულთა ერთობლიობა, მძიმე კატეგორიის ძალადობრივი დანაშაული ჯგუფურად.

ირაკლი ნ. - წარსულში ნასამართლევი. 3.01.2008 წელს მოქალაქე ცრუდ დაასმინა მოქალაქე. ამავე წლის მარტში გაქურდა მოქალაქის საცხოვრებელი ბინა. მანვე ამავე პერიოდში გაქურდა შპს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას მიესაჯა 14 წლით თავისუფლების აღკვეთა."ამნისტიის შესახებ" კანონის საფუძველზე, სასჯელი შეუმცირდა 8 წლით. მსჯავრდებულის პირობით ვადამდე გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობა უკვე შესულია ადგილობრივ საბჭოში და მისი განხილვა უახლოეს სხდომაზე მოხდება."





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42