ტერაბანკი ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს
ბიზნესი & ეკონომიკა - 17:06, 26 Jan, 2018     2617

„იურიდიული ფირმა “BLB-ისა“ და ყოფილი მეანაბრის მხრიდან კვლავ გრძელდება „ტერაბანკის“ მიმართ მიზანმიმართული ცილისმწამებლური კამპანია, რაც მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და ბანკის რეპუტაციის საფრთხის ქვეშ დაყენებას.

„ჩვენს ერთგულ მომხმარებლებს და დაინტერესებულ საზოგადოებას ვაცნობებთ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ საქმის განხილვის პროცესში ცალსახად დადასტურდა, რომ მოსარჩელეები მიზანმიმართულად აკეთებდნენ მცდარ განცხადებებს და რომ ბანკს არ მიუთვისებია მისი ყოფილი კლიენტის ანაბარი, როგორც ამას მოსარჩელე ამტკიცებდა სარჩელში და სხვადასხვა საჯარო გამოსვლაში. ასევე ხაზგასმით გვინდა ავღნიშნოთ რომ სასამართლომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხის მხოლოდ მცირე ნაწილი - დაახლოებით 20% დააკმაყოფილა. თუმცა ბანკი ამ თანხასაც არ ეთანხმება და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღებისთანავე აპირებს გაასაჩივროს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება შემდგომ ინსტანციაში.

მნიშვნელოვანია ასევე, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ არ შეისწავლა და სამართლებრივი შეფასება არ მისცა ბანკის მიერ წარდგენილ უდავო მტკიცებულებებს, რითიც დასტურდება ბანკის ყოფილი თანამშრომლის და ყოფილი მეანაბრის შეთანხმებული მოქმედებები.

რაც შეეხება ბრალდებებს კონფიდენციალობის დარღვევასთან დაკავშირებით, ბანკმა გაასაჯაროა მხოლოდ ის ინფორმაცია, რაც წარდგენილი იყო სასამართლოზე და შესაბამისად იყო საჯარო. ამასთანავე ინფორმაციის გამჟღავნება მოხდა მხოლოდ იმ ფარგლებში, რაც აუცილებელი იყო ბანკის კანონიერი ინტერესების დასაცავად.“

ბანკი აგრძელებს დავას მოსარჩელესთან, მასა და ბანკის თანამშრომელს შორის არსებული გარიგების შედეგად ბანკისთვის მიყენებული მატერიალური ზიანისა და მოსარჩელის მცდარი განცხადებების შედეგად მიყენებული რეპუტაციული ზიანის ასანაზღაურებლად.

„ტერაბანკი“ თავისი საქმიანობისას ყოველთვის ხელმძღვანელობს საქართველოს კანონმდებლობით და ბანკის ყველა შემდგომი მოქმედება დამოკიდებული იქნება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების დასრულების შედეგებზე.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42