„დაიმახსოვრეთ ყველა სახელი და გვარი, იმიტომ რომ შემდეგ პოროშენკო მალდივებზე გაფრინდება, ლუცენკო ესპანეთში (ვიმედოვნებ , რომ არ გავუშვებთ)... ეს არის იმ ადამიანების თვალები რომლებიც დანაშაულებრივ ბრძანებებს ასრულებენ.“- განაცხადა სააკაშვილმა და მოსამართლეებზე მიუთითა.
მისი თქმით, მის წინააღმდეგ აღძრულ საქმეში დანაშაულის ნიშნები არაა, გენერალური პროკურატურის ხელმძღვანელმა კი საქმის ფალსიფიცირება მოახდინა.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის ეროვნულმა ანტიკორუფციულმა ბიურომ ძიება დაიწყო უკრაინის ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის ვალერი გონტარევის და კომპანია ICU-ს თანამფლობელის მაკარ პასენიუკის წინააღმდეგ.
„როგორ ფიქრობთ, რატომ წავიდა გონტარევა 8 თვიან შვებულებაში?... რატიმ გადავიდა პასენიუკი ლონდონში? ესენი თავისიანები არიან მაგრამ უკრაინის ეროვნული ანტიკორუფციული ბიურო რაღაც უცნაური ცხოველია, რომელიც იძიებს... მე მაძევებენ, მაგრამ არ მივდივარ. პრეზიდენტი კი ხელების გარეშე დარჩა . ის ხელების მოჭრით იმუქრებიდა და ტავად დარჩა მარჯვენა და მარცხენა ხელის გარეშე... იმიტომ, რომ მათ მიატოვეს. რატომ წავიდნენ? იმიტომ რომ უკრაინის ეროვნულ ანტიკორუფციულ ბიუროს მათი ფალსიფიკაციების შესახებ საქმე აქვს... ლუცენკომ, ამ დეგრადირებულმა ტიპმა, ქურდმა და ადამიანმა, რომელმაც ყველას უღალატა, გაბედა და თქვა : „ჩვენ ვნახავთ, როგორ მოიქცევიან და შემდეგ მოვახდენთ რეაგირებას“ ანუ, გენპროკურორი არა მარტო ქურდი და კორუფციონერია, არამედ შანტაჟისტიც.“- განაცხადა სააკაშვილმა.
სააკაშვილის თქმით, უკრაინის პრეზიდენტი და გენერალური პროკურორი დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრები არიან
„პოროშენკოს ლუცენკომ „პერსტენზე“ აკოცა, როგორც მაფიოზური ფილმებიდან გახსოვთ, ესენი კი ლუცენკოს უკოცნიან ხელებს, აი ასე აქვთ მოწყობილი სიტუაცია, დაჩოქილი ლუცენკო პოროშენკოს უკოცნის ხელებს, ესენი კი ლუცენკოს არ იციან რას უკოცნიან...“- განაცხადა სააკაშვილმა და მოსამართლეებსა და გენპროკურატურის წარმომადგენლებზე მიუთითა.
მასალის გამოყენების პირობები






