ბესელია: კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის საფუძველი არ არის
სამართალი - 19:06, 24 Jul, 2013     722
- ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიას შეფასებით, კრიმინოგენურ მდგომარეობასთან დაკავშირებით პანიკის არანაირი საფუძველი არ არსებობს.

ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას შესადარებლად წინა წლების შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემები მოიყვანა.

"ბათუმში 16 წლის გოგონას მკვლელობა სამწუხარო ფაქტია, თუმცა მსგავსი ფაქტები ადრეც ხდებოდა და პანიკის საფუძველი არ არსებობს. წელს აჭარის რეგიონში დანაშაულის გახსნის მაჩვენებელი შეადგენს 60%-ს, მაშინ, როცა გასულ წელს მხოლოდ 16% იყო.

ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3300 ერთეულით არის შემცირებული დანაშაულის მაჩვენებელი მთელი ქვეყნის მასშტაბით, გახსნის მაჩვენებელი კი 52%-ია. ასევე წელს აჭარაში გაორმაგებულია ტურისტების რაოდენობა. ეს იმ ფონზე, როცა 14 ათასი პატიმარია გათავისუფლებული და შიშისა და ტერორის განცდა არ არის. კონკრეტულად მკვლელობები აჭარის რეგიონში ზაფხულის სეზონში გასულ წლებშიც ხდებოდა.

გასულ წლებში კონკრეტულად ამ რეგიონში არის გაუხსნელი მკვლელობები. შემიძლია გითხრათ: - 2007 - 11 მკვლელობა, აქედან 2 გაუხსნელი; 2008 – 9 მკვლელობა, აქედან 4 გაუხსნელი; 2009 – 7 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2010 – 11 მკვლელობა, აქედან 3 გაუხსნელი; 2011 – 8 მკვლელობა, აქედან 1 გაუხსნელი; 2012 - 2 მკვლელობა, 2-ვე გახსნილია", – აცხადებს ბესელია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42