ჰოლივუდის ლეგენდარულმა მსახიობმა „ოსკარები 2018“-ზე 21-ე ნომინაცია მიიღო და მან ყოველგვარი რეკორდი მოხსნა.
მსახიობმა ნომინაცია ფილმში „The Post” შესრულებული მთავარი როლისთვის მიიღო, იგი კათრინ გრემს განასახიერებს. სტრიპმა 9 ნომინაციით გაასწრო კათრინ ჰეპბერნსა და ჯეკ ნიკოლსონს.
სტრიპს მიღებული აქვს ოსკარები ფილმებისთვის: „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“ 1979 წელს, „სოფის არცევანი“ 1982 წელს და „რკინის ლედი“ 2011 წელს. ბოლო ჯილდოს აღების შემდეგ, სტრიპმა ოთხი ნომინაცია მიიღო ფილმებისთვის: “August: Osage County,” “Into the Woods,” “Florence Foster Jenkins,” და წელს “The Post.”
მერილ სტრიპი წელს “The Post“-ისთვის ქალის მთავარი როლის ნომინაციაში „ოქროს გლ;ობუსზეც“ იყო ნომინირებული, თუმცა ჯილდო ფრენსის მაკდორმანდმა მიიღო ფილმისთვის “Three Billboards Outside Ebbing, Missouri”.
„The Post” პირველი კოლაბორაციაა სტრიპისთვის რეჟისორ სტივენ სპილბერგთან და ასევე სტრიპმა პირველად იმუშავა გადასაღებ მოედანზე მსახიობ ტომ ჰენქსთან ერთად.
სტრიპმა „ოსკარებზე“ პირველი ნიმინაცია 1978 წელს მიიღო ფილმისთვის „The Deer Hunter.” მას ნომინაციები აქვს ფილმებში: “A Cry in the Dark,” “Adaptation,” “The Bridges of Madison County,” “The Devil Wears Prada,” “Doubt,” “The French Lieutenant’s Woman,” “Ironweed,” “Julie & Julia,” “Music of the Heart,” “One True Thing,” “Out of Africa,” “Postcards from the Edge,” და “Silkwood.”
მერილ სტრიპს „ოსკარები 2018“-ზე წლის საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში კონკურენციას უწევენ: ფრენსის მაკდორმანდი, საორის რონანი ფიმისთვის „Lady Bird”, მარგო რობი ფილმისთვის „I, Tonya” და სალი ჰოკინსი ფილმისთვის “The Shape of Water”. მაკდონარდმა წელს მეხუთე ნომინაცია მიიღო, მან გაიმარჯვა 1997 წელს “Fargo”-სთვის და მესამე ნომინაციაა რონანსითვის. ჰოკინსი ნომინირებული იყო ერთხელ ფილმისთვის „Blue Jasmine”, ხოლო რობისთვის პირველი ნომინაციაა.
ჰეპბერნი ჰოლივუდის ისტორიაში ერთადერთი მსახიობია, რომელმაც ოსკარი ოთხჯერ მოიგო. სტრიპმა და ნიკოლსონმა კარიერის განმავლობაში სამი ოსკარი აიღეს, ინგრიდ ბერგმანთან, უოლტერ ბრენანთან და დენიელ დეი-ლუისთან ერთად, ეს უკანასკნელი „ოსკარები 2018“-ზე მთავარი როლის შემსრულებელი მსახიობი მამაკაცის ნომინაციაში წარდგენილია ფილმისთვის „Phantom Thread“.
მასალის გამოყენების პირობები






