„ვინც ხელშეკრულების შეცვლას ხელს მოაწერს, ახალი ორჯონიკიძე იქნება“ - შაშკინი კარასინის განცხადებაზე
პოზიცია - 17:31, 25 Jan, 2018     4303
მომავალ კვირას პრაღაში კარასინი-აბაშიძის მორიგი შეხვედრა გაიმართება. რუსული მედიის ინფორმაციით განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა რუსეთ-საქართველოს საზღვარზე ტვირთების მონიტორინგის შესახებ 2011 წლის შეთანხმების იმპლიმენტაცია იქნება.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი აცხადებს, რომ 2011 წელს დადებული ხელშეკრულება - „განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო სამსახურისთვის განკუთვნილი ადგილების ზუსტ გეოგრაფიულ კოორდინატებს, ესენია ყაზბეგი რუსეთის საზღვართან, მდინარე ენგურის სამხრეთით (საიდანაც იწყება აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვარი) და გორის მიმდებარე ტერიტორია (სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საზღვრის სიახლოვეს)“- განაცხადა კარასინმა, მისი თქმით რუსეთი აღნიშნულ ხელშეკრულებას ხელს უახლოეს თვეებში მოაწერს“

გრიგორი კარასინის განცხადებას „ნიუპოსტთან“ საუბრისას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი აფასებს. მისი თქმით, თუ საქართველოს ხელისუფლება 2011 წლის ხელშეკრულების პირობების შეცვლას ხელს მოაწერს, ეს იქნება მოღალატეობრივი საქციელი:

„საქართველო იყო ქვეყანა, რომელიც რუსეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში გაწევრიანების უფლებას არ აძლევდა და მიუხედავად უზარმაზრი ზეწოლისა, მათ შორის ჩვენი პარტნიორების მხრიდან, რომლებისთვისაც რუსეთთან ვაჭრობა მნიშვნელოვანი იყო, ჩვენ არ დავთმეთ პოზიციები, ჩვენი პოზიციები კი ყოველთვის გამოდიოდა უმნიშვნელოვანესი ფაქტორიდან და ფასეულობიდან, ეს იყო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა.

ძალიან რთული მოლაპარაკებებით, ბევრი სუბიექტის ჩართვით, იყო მიღწეული შეთანხმება 2011 წელს, რომ საქართველოს საზღვარზე, ფსოუზე და როკის გვირაბთან დადგებოდა საქართველოს საბაჟო. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მიღწევა და მოთხოვნა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან, ჩვენ ამას მივაღწიეთ და ეს უნდა ამოქმედებულიყო 2012 წლის ბოლოს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ უკვე 5 წელია მიდის ამ საკითხის გარშემო მოლაპარაკებები.

როგორც ჩანს და ეს უკვე დადასტურებული ფაქტია, კარასინის სიტყვების შემდეგ, ამ ხუთი წლის განმავლობაში რუსეთი მოითხოვდა ამ ხელშეკრულების რევიზიას და შეცვლას იმ შეთანხმებისა, რომელიც მიღწეული იყო 2011 წელს. თუ ის, რაც თქვა კარასინმა არის სიმართლე, ნებისმიერი ადამიანი, რომელიც ამას მოაწერს ხელს და დათანხმდება იქნება საქართველოს მოღალატე, იქნება ადამიანი, რომელიც ისტორიაში შევა, როგორც საქართველოს ინტერესების მოღალატე. თუ სიმართელა რაც კარასინმა თქვა, რომ საბაჟო უნდა დადგეს თურმე ენგურთან და გორში, თუ რუსეთი ამას მიიღებს, ეს ნიშნავს იმას, რომ დე იურე ჩვენ უარს ვამბობთ ცხინვალის რეგიონზე და აფხაზეთზე.

ვიტოვებ იმედს, რომ ეს არის რუსეთის ოცნება, რაც კარასინმა თქვა. მართლა არ მეგულება ადამიანი, რომელიც შეძლებს ქართული მხარიდან ამაზე ხელის მოწერას. ეს იქნება ახალი ორჯონიკიძე და იქნება ადამიანი, რომელიც ზუსტად ისეთივე ნიშას დაიკავებს ისტორიაში, როგორიც დაიკავა თავის დროზე ორჯონიკიძემ. მაქვს ძალიან დიდი იმედი, რომ ეს არის რუსეთის ოცნება და არა რეალობა“, - განაცხადა „ნიუპოსტთან“ საუბრისას დიმიტრი შაშკინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42