ილია მეორემ და საქართველოს საპატრიარქოს დელეგაციის წევრებმა რუსეთის პატიარქისგან საჩუქრები და სხვადასხვა სახისა და ხარისხის ორდენები მიიღეს.
ილია მეორემ, რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის წინამძღოლი საქართველოში მოიწვია.
შეგახსენებთ, რომ შეხვედრა ეკლესიის წარმომადგენლებს შორის, 23 ივლისს მოსკოვში, რუსეთის საპატრიარქოში შედგა. რუსეთის საპატრიარქოს ცნობით, რუსეთის პატრიარქმა, კირილმა პოსტსაბჭოთა ქვეყნების რელიგიურ ფაქტორზე ისაუბრა. კირილის გაცხადებით, რუსეთის გაქრისტიანების 1000 წლისთავის აღნიშვნა მნიშვნელოვანი არა მხოლოდ რუსეთისთვისაა, ვინაიდან მისი თქმით, წლების წინ ათეისტური მმართველობა რუსეთის გარდა, სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებშიც დასრულდა, მათ შორის უკრაინაში, ბელორუსში და საქართველოში. "ამიტომ ეს იუბილე გაკრვეულწილად საერთო იუბილეა – 25 წელი ჩვენი ეკლესიების აღორძინების,"– განაცხადა მან. შეხვედრის დროს, რუსეთის ეკლესიის წინამძღვარმა ილია მეორე "პატივისა და ღირსების" ორდენით დააჯილდოვა.
მასალის გამოყენების პირობები






