ამერიკის კინოაკადემია 4 მარტს ოსკარების 90-ე დაჯილდოების ცერემონიალს გამართავს. კინოაკადემიამ 23 იანვარს ნომინაციები დაასახელა. შევეცდებით, გარკვეული დეტალები მოგაწოდოთ და ვისაუბროთ მოლოდინებზე, რომელიც „ოსკარები 2018“-ის მიმართ არსებობს.
წლის საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის 9 ნამუშევარი იბრძოლებს, ესენია: „Call Me by Your Name“, „Darkest Hour“, „Dunkirk“, „Get Out“, „Lady Bird“, „Phantom Thread“, „The Post“, „The Shape of Water“ და „Three Billboards Outside Ebbing, Missouri“
2018 წელს კინოაკადემიამ არც თუ ისე მრავალფეროვანი ჩამონათვალი შემოგვთავაზა ნომინაციებში. საუკეთესო ფილმის ტიტულისთვის მებრძოლი ნამუშევრები თითქმის ყველა ნომინაციაში გვხვდება.
„Call Me by Your Name“ - ფილმმა 4 ნომინაცია მიიღო
„Darkest Hour“ - ფილმმა 6 ნომინაცია მიიღო
„Dunkirk“ - ფილმმა 8 ნომინაცია მიიღო
„Get Out“ - ფილმმა 4 ნომინაცია მიიღო
„Lady Bird“ - ფილმმა 5 ნომინაცია მიიღო
„Phantom Thread“ - ფილმმა 6 ნომინაცია მიიღო
„The Post“ - ფილმმა 2 ნომინაცია მიიღო
„The Shape of Water“ - ფილმმა 13 ნომინაცია მიიღო
„Three Billboards Outside Ebbing, Missouri“ - ფილმმა 7 ნომინაცია მიიღო
„The Shape of Water“ - როგორც აღვნიშნეთ ფილმს 13 ნომინაცია ერგო, გილიერმო დელ ტოროს ნამუშევარმა ოქროს გლობუსი უკვე მოიპოვა წლის საუკეთესო ფილმის ნომინაციაში. მთავარ როლებს სალლი ჰოკინსი, ოქტავია სპენსერი და მაიკლ შენონი ასრულებენ. ოქტავია სპენსერი გასულ წელს წარდგენილი იყო ოსკარებზე ქალის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში ფილმისთვის „Hidden Figures“. ასევე მაიკლ შენონიც გასულ წელს ფილმისთვის „Nocturnal Animals“ წარდგენილი იყო მამაკაცის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში.
ალბათ ყველას კარგად გახსოვთ გასული წლის ფავორიტი ნამუშევარი, მიუზიკლი “LA LA LAND” დემიენ შაზელის რეჟისურა, რომელიც რეკორდული რაოდენობით, 14 ნომინაციაში იყო წარდგენილი, „LA LA LAND-თან“ ერთად ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოებაზე ამავე რაოდენობით კიდევ ორი ფილმი „ტიტანიკი“ და „ყველაფერი ევას შესახებ“ იყო წარდგენილი. გასულ წელს “La La land”-მა 5 ნომინაციაში გაიმარჯვა. თუმცა მთავარი ბრძოლა წააგო და ეს საკმაოდ სკანდალურ ფონზე მოხდა. წლის საუკეთესო ნამუშევარის დასახელებისას კონვერტების არევა მოხდა, სცენაზე მყოფმა უორენ ბიტმა “LA LA LAND“-გამოაცხადა, მას შემდეგ რაც ფილმის ქასთი სცენაზე ავიდა და სამადლობელი სიტყვების წარმოთქმა დაიწო, აღმოჩნდა, რომ ტიტული “Moonlight“-ს ეკუთვნოდა. ოსკარების ისტორიაში მსგავსი „ტრაგედია“ პირველად მოხდა, რამაც საკმაოდ დიდი კრიტიკა დაიმსახურა.
რას შეეხება წელს წარდგენილი ფილმების რეიტინგებს Rotten Tomatoes მიხედვით:
„Call Me by Your Name“ – 96%
„Darkest Hour“ – 86%
„Dunkirk“ – 92%
„Get Out“ – 99%
„Lady Bird“ – 99%
„Phantom Thread“ – 91%
„The Post“ – 88%
„The Shape of Water“ – 92%
„Three Billboards Outside Ebbing, Missouri“ – 93%
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს ლეგენდარული მსახიობი მერილ სტრიპი 21-ედ არის ნომინირებული ფილმში “The Post” შესრულებული მთავარი როლისთვის, სტრიპს 3 ოსკარი აქვს მოგებული, იგი გასულ წელსაც იყო წარდგენილი ქალის მთავარი როლის ნომინაციაში ფილმისთვის - „Florence Foster Jenkins“.
ასევე აღსანიშნავია კიდევ ერთი დეტალი, ალბათ ყველას კარგად გახსოვთ კევინ სპეისის სკანდალი ჰოლივუდში, იგი სექსუალურ ძალადობაში დაადანაშაულეს და მთელი ჰოლივდი მის წინააღმდეგ გაერთიანდა, მას ყველა გზა დაებლოკა, შეუწყვიტეს კონტრაქტები და ფაქტობრივად „გააგდეს ჰოლივუდიდან“. მას მონაწილეობა უნდა მიეღო ფილმში "All the Money in the World", თუმცა ოსკაროსანი მსახიობი კრისტოფერ პლამერით ჩაანაცვლეს და სწორედ ამ როლისთვის მიიღო 90-ე დაჯილდოებაზე ნომინაცია პლამერმა.
მასალის გამოყენების პირობები






