მორიგი სკანდალი - გერმანიაში პოროშენკოს გაუმჭვირვალე ბიზნესით დაინტერესდნენ
მსოფლიო - 20:11, 24 Jan, 2018     3085

ევროკავშირის მოთხოვნის თანახმად, "ფულის გათეთრების" პროცესის შეჩერების მიზნით, გერმანიამ შექმნა "ბიზნესკომპანიების გამჭვიირვალობის რეესტრი". როგორც ჩანს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ და მისმა ბიზნესპარტნიორებმა იგნორირება გაუკეთეს ამ მოთხოვნას,რითიც გერმანული მედიის ყურადღება კიდევ ერთხელ მიიპყრო - Deutsche Welle-მ ამ საკითხს ვრცელი სტატია მიუძღვნა.
"პეტრო პოროშენკო მთელ მსოფლიოს დაამახსოვრდა როგორც "პანამის დოსიეს" სკანდალის ერთერთი ფიგურანტი. უკრაინის პრეზიდენტი აღმოჩნდა ერთერთი ყველაზე მაღალი თანამდებობის პირი, რომლის გვარმაც, 2 წლის წინ, ოფშორული კომპანიების მეშვეობით საეჭვო ოპერაციების განხორციელების საქმეშიც ამოტივტივდა.

ამ ოფშორულმა სკანდალმა გერმანელი პოლიტიკოსები აიძულა "ბიზნესკომპანიების მფლობელთა გამჭვიირვალობის რეესტრი" შეექმნა, როგორც ამას ევროკავშირის"ფულის გათეთრების" წინააღმდეგ ბრძოლის დირექტივა ითხოვდა.

პოროშენკოსა და მის პარტნიორებს, რომლებიც გერმანიაში ქარხანას ფლობენ, "გამჭვირვალობის ტესტი" უნდა ჩაებარებინათ - მზად იყვნენ თუ არა ისინი უარი ეთქვათ ანონიმურობაზე და რეესტრში საკუთარი გვარები დაეფიქსირებინათ. როგორც ჩანს უკრაინელი ბიზნესმენები ამ ტესტში ჩაიჭრნენ.

როგორც კი რეესტრი ჟურნალისტებისთვის ხელმისაწვდომი გახდა, DW-მ გააგზავნა მოთხოვნა, რათა გაერკვია, თუ რა გვარები დგას კვიპროსისა და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე გაფორმებულ კომპანიების უკან, რომელზეც გერმანული Interstarch GmbH-ის გავლით გაფორმებულია სახამებლის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც პეტრო პოროშენკოს "Укрпроминвест-Агро"-ს ჯგუფში შედის. როორც გაირკვა, უკრაინელმა ინვესტორებმა დაარღვიეს გერმანიის კანონი "ფულის გათეთრებასთან ბრძოლის" შესახებ," - წერს Deutsche Welle.

გერმანული მედიასაშუალება, მის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიებისა და ფაქტობრივ მასალაზე დაყრდნობით, აცხადებს, რომ ზემოაღნიშნულ ქარხანას, ისევე როგორც "Укрпроминвест-Агро"-ს ჯგუფს სწორედ უკრაინის პრეზიდენტი აკონტროლებს. აქვე იგი აღნიშნავს, რომ ქარხნის ხელმძღვანელობა, მფლობელების გვარების დაუსახელობლობის გამო უკვე უნდა დაჯარიმდეს 100 000 ევროთი, ხოლო განმეორებითი უარის შემთხვევაში ჯარიმა მილიონ ევრომდე ავა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42