2018 წელი უკრაინელებისთვის საგანგაშო ამბით დაიწყო, - წერს სტატიის ავტორი, დაიან ფრენსისი.
"კიევის მახლობლად, ერთერთ წყალსაცავში აღმოაჩინეს ახალგაზრდა უფლებადამცველის, ირინა ნოზდროვსკაიას გვამი. იგი მას შემდეგ დაიღუპა, რაც პირდაპირ დაუპირისპირდა უკრაინის კორუმპირებულ სასამართლო სისტემას და მიაღწია მთვრალი მძღოლისთვის განაჩენის გამოტანას, რომელმაც მისი და 2015 წელს ავტომანქანით გაიტანა. იმ პროცესის სირთულე იმაში მდგომარეობდა, რომ ბრალდებული ერთერთი გავლენიანი მოსამართლის ძმისშვილი აღმოჩნდა, რომელსაც სისტემის მანიპულიტების საშუალება ჰქონდა, მაგრამ ნოზდროვსკაიამ გაიმარჯვა და დამნაშავეს 2017 წლის ზაფხულში 7 წელი მიუსაჯეს.
29 დეკემბერს მსჯავრდებულმა სასამართლოში შეწყალების შესახებ სარჩელი შეიტანა, მაგრამ ნოზდროვსკაია სხდომაზე მივიდა, რომ განაჩენი ძალაში დარცენილიყო და ისევ გაიმარჯვა, თუმცა, მისი დის მკვლელის მამა მას უთხრა, რომ იგი "ცუდად დაასრულებდა". რამდენიმე დღის შემდეგ ნოზდროვსკაია მოკლეს. პოლიციამ მკვლელობაში დამნაშავის მამა დაადანაშაულა, მაგრამ უკრაინაში არავის სჯერა, რომ იგი ციხეში ჩაჯდება - მართლაც დამნაშავე რომ იყოს.
ირინას მსგავსად, უკრაინელები კორუმპირებული სისტემის მძევლები არიან, და ყველა მცდელობა "ცუდად სრულდება", რადგან არსებული ხელისუფლება სწრაფად რეგრესირებს და უარს აცხადებს არსებითი რეფორმების გატარებაზე, როგორც პოლიტიკურ, ასევე სასამართლო სისტემაში" - ნათქვამია სტატიაში.
ავტორი აღნიშნავს, რომ ევრომაიდანის შემდეგ, როცა დაემხო პრორუსული ორიენტაციის პრეზიდენტი, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ რეგიონში შეიჭრა. ხელისუფლებაში პოროშენკო და მისი გუნდი მოვიდა, რომლის მთავარი ამოცანაც უკრაინის ეკონომიკური კრახის შეჩერება და რუსუსლი აგრესიის აღკვეთა იყო. ამისთვის ახალმა ხელისუფლებამ დასავლეთისგან საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსი მიიღო, მაგრამ იმედები ვერ გაამართლა.
"პოროშენკომ შესძლო გარკვეული რეფორმების გატარება, მაგრამ ახლა მის მთავარ ამოცანად 2019 წლის არჩევნებში ხელისუფლებაშ დარჩენა გახდა, რის შემდეგდაც რეფორმები შეჩერდა, ხოლო რეფორმატორები გარიყულები აღმოჩნდნენ," - წერს ავტორი.
იგი მიიჩნევს, რომ შემდეგი რამდენიმე თვე გადამწყვეტი იქნება დემოკრატიისა და კანონის უზენაესობისათვის ბრძოლაში, რადგან უკრაინეების უმრავლესობას მტავარ პრობლემად არა რუსეთის აგრესია, არამედ კორუფცია აღელვებს.
"ახლა, როდესაც ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება, ირინა ნოზდროვსკაიას ტრაგედია შესაძლოა გახდეს სწორედ "ტუნისის ფაქტორი", როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ისტორია, რომელიც ცხადყოფს საზოგადოებაში სოციალური სამართლიანობის არქონას.
2010 წელს ახალგაზდა ქუჩის მოვაჭრემ ტუნისში თავი დაიწვა, რადგან იმის გამო, რომ მან პოლიციელებს ქრთამი ვერ მისცა, სამართალდამცველებმა მას მთელი საქონელი წაართვეს. მისი ისტორია "არაბული გაზაფხულის" ბიძგად იქცა," - აღნიშნავს დაიან ფრენსისი.
ავტორის აზრით გასათვალისწინებელია ის ფაქტორიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდმა, უკრაინული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების დეგრადაციისა და რეფორმების შეჩერების გამო უარი თქვა ქვეყნისთვის ფინანსური დახმარება აღმოეჩინა. ამის მაგალითად საერთაშორისო ორგანიზაციამ უკრაინის ანტიკორუფციული ბიუროს წინააღმდეგ ხელისუფლების მიერ განხორციელებული რეპრესიები დაასახელა. ასევე შეჩერებულია სასამართლოში მოსამართლეების გამწესების გამჭვირვალე სისტემის მოქმედება, ხოლო პრეზიდენტმა პოროშენკომ იგნორირება გაუკეთა ანტიკორუფციული სასამართლოს იმ სახით ჩამოყალიბებას, როგორსაც მას აშშ, ევროკავშირი და საერთაშორისო ინსტიტუტები სთავაზობდნენ.
დაიან ფრენსისი აღნიშნავს, რომ უკრაინას ფაქტიურად არ ჰყავს ხელისუფლება, იქ შექმნიალია დანაშაულებრივი ორგანიზაცია, პარლამენტი კლეპტოკრატიის გულად იქცა. იქცა, მეფობს დაუსჯელობა, ოლიგარქები ქვეყანას ძარცვავენ და ყველა ცდილობს პოლიტიკური თანამდებობა თავის სასარგებლოდ გამოიყენოს.
"ყოველ ოთხ წელიწადში ქვეყანა იყიდება, იყიდება მათზე, ვინც მეტს გადაიხდის. დღეს ინსაიდერების განცხადებით, პარლამენტის წევრობა 2 ლილიონი დოლარი ღირს, რომელიც ქრთამში იხარჯება. ანუ, თეორიულად უკრაინის "ყიდვა" 900 მილიონ დოლარად შეიძლება - საკმაოდ სარფიანი გარიგებაა, თუ გავითვალისწინებთ, რომ თანამდებობის პირებს, პარლამენტარებს და მათ "სპონსორებს" თავისუფალი წვდომა აქვთ ხაზინაზე, სასამართლოზე და სახელმწიფო კონტრაქტებზე," - წერს ავტორი.
ამ განუკითხაობას ისიც დაემატა, რომ პოროშენკომ და მისმა პარლამენტმა კი მიიღო კანონი დეპუტატებისათვის იმუნიტეტის გაუქმების შესახებ, მაგრამ მისი ამოქმედება მხოლოდ 2020წლისთვის იგეგმება. შესაბამისად, მმართველი კორუმპირებუ-ოლიგარქიული სისტემისთვის მთავარი მომავალი არჩევნების "გადაგორებაა", ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიდევ მრავალი წლის განმავლობაშ არავინ გაატარებს იმ რეფორმებს, რომელიც ქვეყანას სჭირდება.
"ასეთი ტყუილი და სიტუაციიდან გამოძრომები ახალ პროტესტს იწვევს. 2014-ში წინა ხელისუფლება იქამდე მივიდა, რომ კაცისმკვლელები და სნაიპერები დაიქირავა, რომლებსაც მშვიოდობიანი მომიტინგე სტუდენტები უნდა დაესახიჩრებინა და მოეკლა. იმ ვითარებამ ქვეყანა ააფეთქა. დღეს უკრაინელები კბილებამდე შეიარაღებულები არიან, დღეს უკრაინას ერთერთი ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ჰყავს ევროპაში. 100 000 ომში გამოწრთობილი ვეტერანი, რომლებსაც შეუძლიათ მშვიდობა შეინარჩუნოს ქვეყანაში. და რაც მტავარია, დღეს საზოგადოება მტკიცე პროტესტს უცხადებს კორუფციას, ხოლო ირინასა და მისი დის მკვლელობა იმ უსამართლობის შეხსენებაა, რომლის წინაშეც დგანან უკრაინელები," ასკვნის სტატიის ავტორი.
მასალის გამოყენების პირობები






