სააკაშვილმა გაიხსენა, რომ წინასაარჩევნო კამპანიისას, ივანო-ფრანკოვოში ლექციის დროს პოროშენკომ მისაბაძ მაგალითად სინგაპური და საქართველო დაასახელა.
„ჩვენ ვიყავით მისთვის როლური მოდელი. და როდესაც მან უკრაინაში მიმიღო, ექსპერტად მთვლიდა. მას ისეთი მოწიწება ქონდა ჩემს მიმართ, რომ ჩემს შესაძლებლობებს აზვიადებდა კიდეც.“- განაცხადა საააკშვილმა.
სააკაშვილის თქმით, პოროშენკო რევოლუციის დროს მის რეკომენდაციებს სავარაუდოდ იწერდა კიდეც:
„მე ვიყავი მისი მასწავლებელი აჯანყებისას, ის ითვალისწინებს იმას, რომ მე კარგად ვიცნობ მას და მის სისუსტეებს, იმიტომ რომ ყველაფერი მე ვასწავლე. აი მისი შიშის მთავარი წყარო...“- განაცხადა საააკშვილმა.
შეგახსენებთ, ამჟამად უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი დაპირისპირებულ მხარეებს წარმოადგენენ. სააკაშვილის თქმით პოროშენკომ ქვეყანაში დაპირებული რეფორმები არ გაატარა, უკრაინა კვლავ კორუფციაშია ჩართული და ოლიგარქები მართავენ. თავის მხრივ პოროშენკო სააკშვილს ქვეყანაში დესტაბილიზაციის შექმნაში ადანაშაულებს.
მასალის გამოყენების პირობები






