პროფესორი ვაიტკუსი თანამედროვე მეთოდებითა და უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით (ლაზერით, შეივერით) მუშაობს. ქირურგიულ ჩარევებს ყველაზე ნაკლებინვაზიური მეთოდებით - ენდონაზალური და ენდოსკოპიური მიდგომით ახორციელებს, რაც გულისხმობს ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიას კანის გარეგანი კვეთის გარეშე. ენდონაზალური მიდგომის დროს ხდება სპეციალური ოპტიკური ხელსაწყოების გამოყენებით კონკრეტული უბნის ვიზუალიზაცია, რაც ტრადიციულ მეთოდებთან შედარებით უფრო ეფექტური და ნაკლებტრავმულია. შედეგად, პაციენტისთვის რეაბილიტაციის პერიოდი საგრძნობლად მარტივდება.
„ნიუ ჰოსპიტალსში“ არსებული ულტრათანამედროვე აპარატურის დახმარებით, საულიუს ვაიტკუსი მკურნალობს ყელ-ყურ-ცხვირის სხვადასხვა სიმძიმის დაავადებებს და მუშაობს ნებისმიერი სირთულის პაციენტთან, მათ შორის ონკოლოგიური და ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებთან. „ნიუ ჰოსპიტალსს“ გააჩნია ურთულესი ოპერაციების მაღალ დონეზე ჩატარების ის ტექნოლოგიური რესურსი, რისთვისაც პაციენტები ხშირად სხვა ქვეყნებში მიდიან ქირურგიული სერვისების მისაღებად. თანამედროვე ლაზერული ტექნოლოგები მკვეთრად ამარტივებს ცხვირიდან ოპერაციის ჩატარების პროცესს, მათ შორის ადენოიდების და ტონზილების (გლანდების) ამოკვეთას.
საულიუს ვაიტკუსი „ლიტვის სამედიცინო მეცნიერებათა უნივერსიტეტის“ (Lithuanian University of Health Sciences) პროფესორი და ამავე უნივერსიტეტის ოტო-რინო-ლარინგოლოგიის დეპარტამენტის სარეზიდენტო პროგრამების ხელმძღვანელია. პროფესიული გამოცდილება გერმანიაში, აშშ-სა და ლიტვაში მიიღო; 22 წლის წინ, ლიტვაში სწორედ მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ენდონაზალური ქირურგია, რამაც საგრძნობლად გააუმჯობესა ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიის შედეგები.
„ნიუ ჰოსპიტალსში“, ყელ-ყურ-ცხვირის ქირურგიული ჩარევებისთვის Zeiss-ის, Medtronic-ის და Storz-ის უახლესი აპარატურა გამოიყენება. „ნიუ ჰოსპიტალსი“ მრავალპროფილური, 150-საწოლიანი ჰოსპიტალია, რომელიც ევროპული სტანდარტების დაცვითაა აშენებული და მისი ინფრასტრუქტურა (ჰაერის ნაკადების მართვის და ვენტილაციის თანამედროვე სისტემები, ლიფტების სისტემები, სხვ.) უსაფრთხო და კომფორტულ გარემოს ქმნის პაციენტებისთვის.
მასალის გამოყენების პირობები