ვენეცია ბევრისთვის გახლავთ ოცნების ქალაქი.
მსოფლიოს სხვა დასახლებებისგან ვენეციას გამოარჩევს წყლით დაფარული ქუჩები და ის ფაქტი, რომ ავტომობილების ნაცვლად აქ გონდოლები (ნავის ნაირსახეობა) დადიან.
აღნიშნული ქალაქი გაშენებულია 100 -მდე სხვადასხვა მცირე ზომის კუნძულზე, რომლებიც მდებარეობს ადრიატიკის ზღვაში.
მსოფლიოს ყურადღებას ვენეცია განსაკუთრებით იმ პერიოდში იწვევს, როდესაც აქ ათასწლოვანი ისტორიის მქონე კარნავალი იმართება.
2018 წელს ვენეციის კარნავალი 27 იანვარს დაიწყება და 13 თებერვლამდე გასტანს.
უამრავ ადამიანს სურს ამ დღესასწაულზე მოხვედრა და თუ თქვენც ხართ ამ ადამიანების სიაში, მაშინ არ ღირს ამ სიამოვნებაზე უარის თქმა არანაირი მიზეზით და მათ შორის არც უფულობის გამო, რადგან მოგზაურობისთვის საჭირო თანხა შეგიძლიათ მიიღოთ Kimbi.ge -სგან.
კიმბი გახლავთ 4finance -ს ბრენდი, რომელიც გასცემს 500 -დან 3 ათას ლარამდე ოდენობის სამომხმარებლო სესხებს 3 -დან 24 თვემდე ვადით.
აღნიშნული თანხა კი სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ დაესწროთ ვენეციის კარნავალს. როგორ?
ვარიანტი N1 - მოგზაურობა ქართული ტურისტული სააგენტოების დახმარებით.
ქართულ ბაზარზე მოღვაწე ტურ -ოპერატორები ვენეციის კარნავალზე დასწრებას დაახლოებით 500 - 2000 ლარად გვთავაზობენ. (ერთ ადამიანზე)
ტურის ღირებულება დამოკიდებულია მის ხანგრძლივობასა და იმ სასტუმროზე, რომელშიც ღამეს გაათევთ.
ვარიანტი N2 - დამოუკიდებლად დაგეგმილი სამოგზაურო მარშრუტი.
იმ შემთხვევაში თუ ვენეციაში ვიზიტს ქუთაისის აეროპორტიდან გამგზავრებით დაიწყებთ, მგზავრობა საკმაოდ იაფი დაგიჯდებათ.
ქუთაისიდან იტალიის ქალაქ მილანამდე პირდაპირი რეისით ჩასაფრენი და უკან დასაბრუნებელი ბილეთების ჯამური ფასი 280 ლარიდან იწყება.
რაც შეეხება მილანიდან ვენეციამდე ჩასვლას, (მათ შორის მანძილი 250 კილომეტრია) თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ჩქაროსნული მატარებელი, თვითმფრინავი ან ავტობუსი, თუმცა დროისა და ფულის ერთდროული ეკონომიის მიზნით, გამოცდილი მოგზაურები გვირჩევენ მატარებელს.
მილანიდან ვენეციამდე ჩქაროსნული მატარებლები ყოველ ნახევარ საათში ერთხელ გადის.
გზის საშუალო ხანგრძლივობა გახლავთ 2 საათ ნახევარი.
მატარებლის ფასები კი 16 ევროდან იწყება. თუ გაგიმართლათ შესაძლოა ბილეთი 50% -იანი ფასდაკლებითაც იშოვოთ ბილეთი ან პირიქით, დროზე ვერ შეიძინოთ და 50 ევროც კი დაგიჯდეთ. (მგზავრობის წინასწარ დაგეგმვის შემთხვევაში ამ საფრის თავიდან აცილება მარტივად არის შესაძლებელი.)
რაც შეეხება სასტუმროებს, მილანში მრავლად არის ვინტაჟური სასტუმროები, რომლებიც მედიჩების ხანაში გამოგზაურებთ, თუმცა მათი ღირებულება საკმაოდ მაღალია. (300 -დან 10 ათას ევრომდე)
ფულის ეკონომიის მიზნით რეკომენდირებულია ღამის გათევა ადგილობრივ ბინებში, სადაც ერთი საწოლის დაქირავების ფასი 40 ევროდან იწყება.
ასეთი ბინები ვენეციის ცენტრიდან მოშორებითაა, თუმცა ფასს შორის სხვაობის გამო მათი გათვალისწინება ღირს.
როდიდან აღინიშნება ვენეციის კარნავალი?
ოდესღაც ხელოვნების დედაქალაქად აღიარებულ ვენეციაში კარნავალი 1094 წლიდან იმართება.
ვენეციის კარნავალისთვის დამახასიათებელია თეატრალური და სხვა სანახაობრივი წარმოდგენები, სახის ნიღბები, ძველებური სამოსი და სხვა შთამბეჭდავი ღონისძიებები.
ტრადიციის თანახმად, ვენეციის კარნავალი ყოველწლიურად იმართება თებერვლის პირველ ნახევარში და 12 დღის განმავლობაში გრძელდება.

მასალის გამოყენების პირობები






