"კანში შევხვდი ლეონარდო დი კაპრიოს, რომელიც ბავშვობიდან ჩემი უსაყვარლესი მსახიობია და მის გაცნობაზე ვერც ვიოცნებებდი. კანის შემდეგ პარიზშიც ვნახე, რამდენიმე წვეულებაზეც მოგვიწია ერთად ყოფნამ, ვისაუბრეთ კიდეც, მერე ვიცეკვეთ. ლეონარდო ძალზედ უშუალოა, ადვილად შემოდის კონტაქტში, ჯერ რატომღაც იტალიურად გამომელაპარაკა, მკითხა: იტალიელი ხარო? ვუთხარი, რომ ქართველი ვარ და იქვე დავუწყე ახსნა, რომ ამერიკის ჯორჯიიდან კი არა, აღმოსავლეთ ევროპიდან, კავკასიიდან ვარ.
მითხრა, რომ იცის საქართველოს შესახებ, ისიც თქვა, რომ ახსოვს რუსეთ-საქართველოს ომი და რომ ჩვენს ქვეყანას მხარს უჭერდა და უჭერს. ეს ჩემთვის საოცრება იყო, გადავკოცნეთ ერთმანეთი და მადლობა გადავუხადე, საქართველოშიც დავპატიჟე და ვუთხარი, რომ ის აქ ძალიან უყვართ", - იხსენებს ქრისტინე ძიძიგური "ყველა სიახლესთან" საუბარში.
მასალის გამოყენების პირობები






