პროკურატურა ვენაში დაკავებული დავით ჭაკუას ექსტრადირების მასალებს ამზადებს
საზოგადოება - 12:56, 24 Jul, 2013     719

"საქართველოს მთავარი პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, 2013 წლის 12 მარტს საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი უფროსის დავით ჯანიკოს ძე ჭაკუას მიმართ გამოცხადდა ინტერპოლის არხებით წითელი ცირკულარით საერთაშორისო ძებნა მისი შემდგომი დაკავებისა და ექსტრადიციის მიზნით.

 

ქართული მხარის მიერ გამოცხადებული საერთაშორისო ძებნის საფუძველზე, 2013 წლის 28 ივნისს, ავსტრიის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოების მიერ, ქალაქ ვენაში დააკავეს დავით ჭაკუა საქართველოში მისი შემდგომი ექსტრადიციის მიზნით.

 

მოგვიანებით, ავსტრიის რესპუბლიკის ქალაქ ვენის სისხლის სამართლის საქმეთა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დავით ჭაკუას შეეფარდა გირაოს თანხის გადახდა 5000 ევროს ოდენობით. გარდა აღნიშნულისა, იმისთვის, რომ ხელი არ შეშლოდა საექსტრადიციო პროცედურების წარმოებას, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, დავით ჭაკუას დაეკისრა საექსტრადიციო პროცედურების განმხილველი ორგანოს წინაშე გამოცხადების ვალდებულება და აეკრძალა ავსტრიის ტერიტორიის დატოვება. ამავდროულად, ქართული მხარის მიერ შესაბამისი მასალების მიწოდების შემთხვევაში, ავსტრიის რესპუბლიკის იუსტიციის ფედერალურმა სამინისტრომ გამოთქვა მზადყოფნა დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის საკითხის განხილვის თაობაზე.

 

ამჟამად, საქართველოს მთავარი პროკურატურა ამზადებს დავით ჭაკუას საქართველოში ექსტრადიციის შესახებ შესაბამის დოკუმენტაციას, რომელიც "ექსტრადიციის შესახებ" 1957 წლის ევროპული კონვენციით გათვალისწინებულ ვადებში მიეწოდება ავსტრიის რესპუბლიკის კომპეტენტურ ორგანოებს", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42