მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე დააკავეს
საზოგადოება - 12:44, 24 Jul, 2013     529

დორეულთან ერთად დაკავებულები არიან შპს "დამოუკიდებელ შემფასებელთა და აუდიტორთა კომპანია აუდიტ ესკორტის" დირექტორი მინდია ტაბაღუა და მოქალაქე დავით ქოროღლიშვილი.

 

გამოძიებით დადგინდა, რომ 2012 წლის ოქტომბერში, მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის გია დორეულის ხელშეწყობითა და ორგანიზებით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გია დორეულის დეიდაშვილს - დავით ქოროღლიშვილს შორის გაფორმდა ხელშეკრულება ქონების ურთიერთგაცვლის შესახებ, რომლის თანახმადაც, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქალაქ მარნეულში მდებარე 1947 კვ. მ მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული პოლიციის ყოფილი შენობა, მოქალაქე დავით ქოროღლიშვილს 15 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების სანაცვლოდ გადაეცა. აღნიშნული ქონება გაცვლამდე ექსპერტ მინდია ტაბაღუას მიერ 128 000 ლარად შეფასდა.

 

გამოძიების მიერ ჩატარებული ექსპერტიზით დადგინდა, რომ გაცვლის მომენტში სახელმწიფოს მფლობელობაში არსებული უძრავი ქონების რეალური ღირებულება 982 421 ლარს, ხოლო მოქალაქე დავით ქოროღლიშვილის მიწის ნაკვეთის ღირებულება 102 742 ლარს შეადგენდა. 2013 წლის ივნისში აღნიშნული მიწის ნაკვეთი და შენობა იმავე მდგომარეობაში კერძო მესაკუთრეების მიერ 600 000 აშშ დოლარად გასხვისდა. ხსენებული ქმედებით სახელმწიფოს 879 679 ლარის ზიანი მიადგა.

 

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180 - ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში დორეულს 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42