„საპარტნიორო ფონდს“ ძიანსის პროვინციის წამყვანი კომპანიების დელეგაცია ეწვია
ბიზნესი & ეკონომიკა - 12:35, 22 Jan, 2018     1194
„საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის საქმიანი წრეების დელეგაცია მიიღო.

დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის გენერალური დირექტორი იენ განძუნი, ქ. განჭოუს სატყეო დეპარტამენტის დირექტორი სუე იოუჩანი, სატყეო დეპარტამენტის ოფისის ხელმძღვანელი ლი ძუნი, საერთშორისო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ლი უ ციანი, Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე ჭან გუოლინი, Tonggu Huahui Industry Co., Ltd.-სა და Feishang Forestry Produce Co., Ltd. -ს თავმდჯდომარე სიე იოუხუნი და Tuantuanyuan Furniture Co., Ltd.-ს თავმჯდომარე ლუო ხაილუნი. ფონდში გამართულ შეხვედრას საქართველოს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა ესწრებოდა.

ფონდში გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები განიხლეს. ჩინურმა მხარემ „საპარტნიორო ფონდისა“ და საქართველოს სატყეო სააგენტოს წარმომადგენლებს ქვეყანაში ოფიციალური ვიზიტის მიზანებისა და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს. ჩინური მხარე საქართველოს სხვადასხვა ინდუსტრიაში ინვესტირებას გეგმავს. დელეგაციის საქმიანი წრეების წარმომადგენლები საქართველოს გარემოსა და სოფლის მეურნეობის სექტორით ინტერესდებიან. კერძოდ, სწრაფად განახლებადი ტყეების პლანტაციების გაშენებით, ხე-ტყის გადამუშავებითა და ავეჯის წარმოებით. ჩინელი ინვესტორები ხის გადამამუშავებელი ქარხნების საქართველოში გადმოტანას და ქვეყანაში დამზადებლი პროდუქციის ევროკავშირის ბაზარზე გატანას გეგმავენ. შეხვედრაზე მხარეებმა ამ მიმართულებით ურთიერთთანამშრომლობის შესაძლებლობები განიხილეს.

ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტი ხელს უწყობს ეროვნული და რეგიონული სატყეო სამეურნეო ეკოლოგიური პროექტების შექმნას და დანერგვას, კომერციული ხასიათის ტყეების მართვას. ასევე, სამკურნალო თუ დასასვენებელი ტყე-პარკების კვლევას, მათთან დაკავშირბეულ სწავლებებსა და განვითარებას. დეპარტამენტი აღნიშნულ რეგიონში სატყეო მეურნეობის განვითარების სტრატეგიის გრძელვადიანი განვითარების გეგმას ქმნის, უზრუვნელყოფს ხე-ტყის გაშენებას, ნერგების შეწამვლას, გამწვანებასთან დაკავშრიებულ საქმიანობებს. ზედამხედველობს მწვანე საფარის, ხეების, ბუჩქების, ეკოსისტემის მდგრადობას.

დელეგაციის წევრების განცხადებით საქართველო ინვესტორებისთვის მიმზიდველი ქვეყაა. „თქვენი ქვეყანა პატარაა, მაგრამ უდიდესი საინვესტიციო პოტენციალი გააჩნია. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის თვალსაზრისით, გეოპოლიტიკურ რუკაზე უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია. ამასთან, ქვეყანას თავისუფალი სავაჭრო რეჟიმები აქვს მსოფლიოს უძლიერესი ეკონომიკისა და მსხვილი ბაზრების მქონე ქვეყნებთან. საქართველოს როლს ზრდის ქვეყანაში არსებული თავისუფალი ინდუსტრიული ზონები და ლიბერალური საგადასახადო რეჟიმები“, განაცხადა ძიანსის პროვინციის გუბერნატორმა ლიუ ციმ.

„საქართველოსა და ჩინეთს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობა ახალ ფაზაში გადადის. საუკუნის პროექტ „ერთი სარტყელი, ერთი გზის“ ფარგლებში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ღრმავდება და საქართველოს მნიშვნელოვანი როლი ამ პროექტში კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ურთიერთობას. ჩინეთ-საქართველოოს შორის მჭიდრო და საკმაოდ პერსპექტიული კავშირი ყალიბდება და ეს ერთობლივ საინვესტიციო პროექტებშიც აისახება. „საპარტნიორო ფონდი“ მზად არის საინტერესო, ქვეყნისთვის სასიკეთო საინვესტიციო წინადადებები განიხილოს“, განაცხადა „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ.

ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ძიანსის პროვინციის სატყეო დეპარტამენტის შესახებ:

სატყეო დეპარტამენტი შეიქმნა 1854 წელს. დეპარტამენტი განსაზღვრავს მთავარ საქმოქმედო პრინციპებს, კანონებსა და რეგულაციებს, იკვლევს პროვინციის ეკოლოგიურ გარემოს, ბუნებრივ წიაღისეულსა და რესურსებს, უზრუნვეყოფს გარემოს დაცვას და მწვანე საფართან დაკავშრებულ პოლიტიკებსა თუ სრტატეგიებს, ორგანიზებას უწევს პროვინციის სატყეო კანონმდებლობისა და ზედამხედველობისთან დაკავშირებული რეგულაციების განხორციელებას. ზედამხედველობს ტყის საფარისა და ნერგების დავაადებების პრევენციას, მავნებლებისგან დაცვას, ხელმძღვანელობს საკარანტინო სამუშაოების ჩატარებას. ხელმძღვანელობს სატყეო და სანერგე მეურნეობებს, ტყე-პარკებს და დაცულ ტერიტორებს, ამავდროულად სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული სტრუქტურების შექმნასა და მმართველობას. ახორციელებს სატყეო წიაღისეულის, რესურსების დაცვას, კვლევას, დაკვირვებას და სტატისტიკურ აღრიცხვას. განსაზღვრავს სატყეო მეურნეობასთან დაკავშირებული მაკროეკონომიკურ პოლიტიკას და სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სატყეო აქტივების განკარგვასა და ფუნქციონირებას.

Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd-ის შესახებ:

Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd შეიქმნა კორპორაცია FEISHANG-ის მიერ 2010 წელს, საწესდებო კაპიტალი 131 მილიონი იუენის ოდენობით. კომპანია წარმოადგენს სატყეო ინტეგრირებულ წარმოებას, რომელიც აწარმოებს, იკვლევს და ავითარებს სატყეო მეურნეობის სხვადასხვა ღრმა გადამამუშავებელი პროდუქციას, ფისისა (კოლოფონი) და ტურპენტინის გადამუშავებით წარმოებულ პროდუქციას. ძიანსის პროვინციაში წარმოადგენს უმსხვილეს ფიჭვის ფისოვანი ნედლეულის გადამამუშავებელ ქიმიურ მრეწველობას. კომპანია ფლობს 14 ძირითად პატენტს შესაბამის სფეროში, პროდუქცია აკმაყოფილებს ISO9001 ხარისხის სტანდარტის სერთიფიკატს. ჭარბტენიან ნიადაგზე მოყვანილმა ფიჭვის ფისისგან წარმოებულმა პროდუქციამ „ჩინეთის მე-19 სატყეო მეურნეობის პროდუქციის გამოფენაზე“ დაიმსახურა ოქროს მედალი. Jiangxi Feishang Forest Products Co., Ltd ორი შვილობი კომპანია კი „ეროვნული უახლესი მაღალტექნოლოგიური წარმოებების“ რიცხვშია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42